ადათ-წესები

                    

                                                 
                                 სულების მოხსენიება

განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ სვანეთში გარდაცვლილებს.ჩვენში ღრმად სწამთ რომ,სული,ხორცთან განშორების შემდეგ განაგრძობს არსებობას,რომ ამქვეყნად მყოფებმა ისინი ყოველთვის უნდა გაიხსენონ და პატივი სცენ.სულთა მოხსენიების დღეებში ყველა ოჯახი სახელდახელოდ ემზადება,ამზადებენ საუკეთესო და მრავალფეროვან კერძებს,რადგან სჯერათ,რომ თუ სახლში სტუმრად მოსულ ოჯახის გარდაცვლილთა სულებს, არ გაუმასპინძლდნენ საკადრისად,იქ საუფლოში კუთხეში ღარიბულ სუფრას უსხედანო,ხოლო სხვები მდიდრულს.ამიტომ ყველა ცდილობს ნაწყენი არ გაუშვან საუფლოში თავიანთ ახლობელთა სულები.
ფარის თემში  და ზოგადად სვანეთში,თავისებურებით გამოირჩევა შობის დღესასწაული,შობა ღამეს ოჯახი ამზადებს საკურთხს სულებისათვის, აუცილებელია კორკოტი სუფრაზე,აცხობენ ლობიოანებს,ამზადებენ სხვადასხვა სამარხო კერძებს.ითვლება რომ ამ ღამეს ოჯახის გარდაცვლილთა სულები სახლში მოდიან სტუმრად.დიასახლისი გაშლის სუფრას,სკამებს გამოწევს,სულთა დასაჯდომად,   კარს გაღებს, თვითონ  მაგიდასთან ჩაცუცქდება და სულებს სთხოვს დაიფარონ ოჯახი ყოველგვარი ცუდისა და ბოროტისაგან,მიიღონ ის რაც მათთვის მომზადდა და ოჯახს ყოველივე კარგი დაავანონ,ხოლო მამკაცი ამ დროს ფეხზე დგას და ჭიქა არყით შეუნდობს,სთხოვს ოჯახის მფარველობას.
სულები ოჯახში სამი დღე რჩებიან,სამი დღის განმავლობაში დიასახლისი ზრუნავს სულების პატივისცემაზე,ოჯახი ცდილობს მშვიდად და უხმაურდ იყოს ,რათა არ დააფრთხონ სულები. მესამე დღეს  სულები მიდიან თავიანთ საუფლოში სათათბიროდ ანუ ლალხორთე.აქ წყვეტენ ოჯახის ავ-კარგს,საღამო ჟამს უკან ბრუნდებიან და მათ დიასახლისი ახვედრებს ცხელ ფაფას ან ღომს,რომელსაც ასდის ოხშივარი,ეს აუცილებელია რადგანაც ითვლება ,რომ სულები გათოშილები მოდიან და თბილი კერძი მადლია მათთვის.იმ ღამეს სუფრა მთელი ღამე გაშლილია,დიასახლისმა ღამის განმავლობაში სამჯერ უნდა წაუქციოს ჭიქა.გამთენიის დიასახლისი გააცილებს სულებს,ის სთხოვს სულებს კარგი ფეხი დაუტოვონ ოჯახს,მშვიდობა და სიკეთე დააბედონ და კარს უღებს და მაგიდიდან კარამდე არაყს უქცევს,თითქოს გზას უჩვენებს.
ზოგჯერ  ეს დღეები მოკლდება და სამ დღეს გრძელდება,ამ მოვლენას ხორკობს უწოდებენ და თვლიან,რომ ეს წელი ნაკლებად მოსავლიანი იქნება.
ამდენად,სვანურ რეალობაში ეს უცნაური,თითქოს მითოსური ჩვეულებები ჯერ კიდევ არსებობს და ის სვანი კაცის კულტურის ნაწილია.

                                               
                               გასვენება
როდესაც დგება ჟამი ხორცისა და სულის გაყრისა,სვანი კაცი მომაკვდავს თავთან სანთელს უნთებს,რაც სიმბოლურად ნიშნავს,რომ სულს გზას უნათებს საუფლოსკენ.იმ შემთხვევაში თუკი მომაკვდავი ძალიან წვალობს,სული ძნელად ტოვებს ხორცს,ამბობენ,რომ ამ ქვეყნად რაღაც მძიმე ცოდვა აქვს ჩადენილი და იმიტომაც უჭირს სულს საუფლოში მოხვედრა,ამ დროს ოთხი კაცი ავა სახურავზე და გადახდის იმ ადგილს,სადაც მომაკვდავი წევს,თითქოს სულს გასასვლელს უთავისუფლებენ,როგორც კი  სახურავს ახდიან მომაკვდავი იმწუთშივე დალევს სულს.ეს ჩვეულება საუკუნეებით გამოცდილი და დაკვირვებით შემუშავებულია,რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა.
    გარდაცვალების შემდეგ ხდება მკვდრის გაპატიოსნება.მკვდარს ბანენ,აცმევენ უხმარ თეთრეულსა და ტანსაცმელს.
    მკვდარი ხუთი დღის განმავლობაში დასვენებულია ოჯახში,მთელი ამ ხნის განმავლობაში ოჯახში გლოვაა,ოჯახი მარხულობს.ქალები დილიდან მზის ჩასვლამდე მოთქვამენ და ტირიან,მთელი დღეების განმავლობაში მოდიან ახლობლები სხვადასხვა სოფლებიდან,რათა გაიზიარონ ოჯახის ტკივილი.
    განსაკუთრებით გვერდში უდგას გაჭირვებულ ოჯახს მეზობლები.მთელი ხუთი დღე გასვენებამდე,ფარის თემში დაწესებულია ე.წ. მორიგეობა,ყოველ დღე ორი-სამი ოჯახი,ამზადებს სამარხო კერძებს და მიაქვს გარდაცვლილის ოჯახში,შლიან დიდ სუფრას მკვდართან,შემოდიან მამაკაცები სამი ან ექვსი შეუნდობენ მკვდარს და ისაუბრებენ მის სიკარგეზე.ამის შემდეგ აალაგებენ და გარეთ სათანადოდ  მოწყობილ მაგიდებზე შლიან სუფრას ჭირისუფლისთვის,სამძიმარზე მოსული ადამიანებისთვის და იქ მყოფი მეზობლებისთვის.დიდ სირცხვილად ითვლება თუკი ვინმე უპატივცემულოდ წავა ოჯახიდან.მეძობლები ამ ჟესტით გამოხატავენ ოჯახის გვერდში დგომას,რომ ოჯახი მთელი ეს დღეები გასვენებამდე არ იხარჯება,მეზობლები უმსუბუქებენ მას ამ ტვირთს.გასვენებისთვი მთელი თემის მოსახლეობა აგროვებს ერთ კილოგრამ ლობიოსა და ერთ ლიტრ არაყს დ რა თქმა უნდა ოჯახში შეაქვთ გადასახური თანხაც.
 აღსანიშნავია დატირების რიტუალი,მას სვანურად „ლილჭალ“ქვია.ქალები შემოუსხდიებიან მკვდარს,ერთი ქალი წამოდგება დაიწყებს მოთქმას ,წაგრძელებული ინტონაციით საუბრობს მის გარდაცვალებაზე,მის კარგ თვისებებსა და დამსახურებაზე თემისა თუ  ოჯახის წინაშე.ერთი წინადადების წარმოთქმისთანავე ქალების დანარჩენი ნაწილი „უის“ გამოძახილით აძლიერებს მწუხარების გამოხატვას.სვანეთში დიდი სირცხვილად  ითვლებოდა თუკი მკვდარს არ ყავდა სათანადო  ჭირისუფალი.მამაკაცები მკვდართან შესვლისას მოთქვამენ და გადაჯვარედინებული ხელისგულებით შუბლზე ირტყამენ დიდი მწუხარების ნიშნად. გასვენების დღეს  მამაკაცები ქალების მოთქმის პარალელურად ამბობენ ზარს,ზარის წარმოთქმა ყველას არ შეუძლია,მხოლოდ ძლიერი ბასის მქონე მამაკაცები. ზარის წარმოთქმა ერთი ბგერის „ო“ ბგერით  ხდება,იცვლება მხოლოდ ტონალობა.
   მიცვალებული მზის ჩასვლამდე უნდა დაასაფლავონ.მკვდრის უკანასკნელ გზაზე გაცილებისას ტარდება გარკვეული ცერემონიალი.შემოდის სამი ან ექვსი მამაკაცი ხელში სანთლებით და ჭიქა არაყით წარმოთქვამენ შესანდობარს,გზას ულოცავენ საუფლოსკენ,შემდეგ ოთხი კაცი იღებს კუბოს და შეატრიალებენ მარცხნიდან მარჯვნივ სამჯერ შემოაბრუნებენ კარის მიმართულებით ,კართან ხვდება ოჯახის ერთგული ქალი თეთრი თავსაფრითა და სანთლით ხელში,რაც ნიშნავს რომ ქალი შესთხოვს მიცვალებულს კარგი ფეხი დაუტოვოს ოჯახს.
   მიცვალებულს საფლავამდე მიაცილებს ჭირისუფალი კივილით,საფლავზე მიცვალებულის ახლობელი კვლავ დაიტირებს და ახლობელი მამაკაცი რომელიც გამოირჩევა ორატორობით,წარმოთქვამს სიტყვებს მიცვალებულის დამსახურებაზე და დაულოცავს უკანასკნელ გზას.კუბოს მიწაში ჩასვენებამდე მიცვალებულის დედა,და ან ახლობელი ხტება საფლავში,თითქოს სჯერათ, რომ თითქოს უმსუბუქებს საფლავის მძიმე ტვირთს.
    ამის შემდეგ,ამოიყვანენ ქალს და ჩაასვენებენ კუბოს,იქ მყოფი ადამიანები მიაყრიან თითო მუჭა მიწას და ბრუნდებიან უკან მიცვალებულის ოჯახში სადაც ხალხის საპატივცემულოდ გაშლილია სუფრა სამარხო კერძებით.
  იმავე ღამეს ჭირისუფალი გადის საფლავზე და ცეცხლს ანთებს,მიაჩნიათ რომ სულს ეშინია და ცეცხლით ბოროტი ძალები იდევნება და სულს საუფლოსკენ გზა უნათდება. პარალელურად მიცვალებულის ოჯაში იკვლება საკლავი და მზადდება სუფრა ,ამ წესს პირის გახსნას უწოდებენ.მთელი კვირა ოჯახი მარხულობს და იმ საღამოს იხსნის მარხვას და საკურთხს უმზადებენ მკვდარს.
პირის გახსნის საამოსვე ოჯახი მიცვალევულს უდგამს საკურთხს,რომელსაც „ლეგემს“ უწოდებენ,ეს საკურთხი ოჯახში რჩება ორმოცამდე ან წლისთავამდე რჩება.ეს არის მიცვალებულისათვის გამოყოფილი კუთხე,პატარა მაგიდა სხვადასხვა ნუგბარით, ტკბილეულითა და სასმელით გაწყობილი,მაგიდას მიდგმული აქვს სკამი რომელზეც დევს ბალიში,გვერდზე საწოლი სადაც მიცვალებულის ტანსაცმელია გაშლილი.ოჯახი ამ მაგიდას ისე უვლის თითქოს მიცვალებული იქ იყოს.
მთელი წელი ოჯახში გლოვაა,ყველა სულთა ხსენების დღეს იკვლება საკლავი და მზადდება დიდი სუფრა პატიჟობენ მთელ თემსა და ახლობლებს.წელიწადში მკვდრიშთვი იკვლება თორმეტი საკლავი.
ამდენად ჩვენს თემში გარდაცვალება და გასვენება ბევრ საინტერესო წესსა და ჩვეულებასთანაა დაკავშირებული.






Комментариев нет:

Отправить комментарий