24.07.2013

სვანური სიმღერის კვალდაკვალ

25 ივლისს სოფელ ფარს ესტუმრნენ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის წარმომადგენლები  ბატონ უჩა დვალიშვილის ხელმძღვანელობით.

ექსპედიციის მიზანია: ქართული (სვანური), ავთენტიკური ცეკვების ნიმუშების მოძიება-დაფიქსიერება; სვანურ ყოფაში ჯერ კიდევ ცოცხლად შემორჩენილი იშვიათი ცეკვების, ილეთებისა და საცეკვაო ფრაგმენტების სასწრაფოდ ჩაწერა, ვიდეო და ფოტო გადაღება; მივიწყებული ცეკვების აღმოჩენა, სვანური ცეკვებისათვის დამახასითებელი სინკრეტულობის შენარჩუნება; სვანური ცეკვებისა და ილეთების ვიდეოსტუდიური ჩაწერა, ცენტრის არქივის ახალი მასალებით გამდიდრება. 


ფარის თემში შეხვდნენ ფარის სახელოვანი გუნდის "უკანასკნელ მოჰიკანს" ქალბატონ ჰადუ დევდერიანს,რომელმაც გაიხსენა ძველი ფერხული და სიმღერები, რომელსაც ფარის გუნდი 40-50-იან წლებში ასრულებდა.

შემდეგ შეხვდნენ ფარის  თემის ახალგაზრდა გუნდის წევრებს: თემური ჩხეტიანი,თამაზ ,კობადაკახა დევდარიანები,ჯეირან რეზესიძე , ფრიდონ ნარსავიძე,რომლებმაც შეასრულეს და ჩააწერინეს ის სიმღერები და ფერხულის ნიმუშები,რომლებიც უშუალოდ ფარის საკუთრებაა,"ხაბჯუ მეთხვარ,ფარიშ მარე","ციოყ მახვში დაჩქელანაშ,""მურზაყან დადეშქელიან" "რაილ"

სტუმრებისათვის აღმოჩენა იყო "შაიჰა",რომელსაც განსხვავებული და თავისებური ფერხული ახლავს.



სტუმრებს თხოვნით მივმართეთ აღმოეჩინათ ჩვენთვის დახმარება ფილმის " ენგურის ნაპირებზე" მოძიებაში,სადაც ფარის სახელოვანი გუნდი მონაწილეობს. ისინი დაუკავშირდნენ ცენტრის არქივს და მივიღეთ თანხმობა,რომ სექტემბრის ბოლოსთვის მოგვაწოდებდნენ ამ ფილმის ასლს,რისთვისაც მადლობას ვუხდით მათ.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                        ასრულებენ სიმღერას"მურზაყან დადეშქელიანზე" ეს სიმღერა ასახვას მურზაყან-კონსტანტინე დადეშქელიანის დაღუპვის ისტორიას.
ასრულებენ სიმღერას "ციოყ მახვში დაჩქელანაშ",სადაც მოთხრობილია,თათრის ჯარის შემოსევა სოფელ უსგვირში და მათიდამარცხებისისტორიას ციოყ დადეშქელიანის მიერ.