საქმიანობები



ცჴემდი-ანუ მშვილდი  
                                                                            
ნადირობა ოდითგანვე სვანი ვაჟკაცების საყვარელი საქმიანობა იყო, სანადიროდ სვანი მონადირეები სხვადასხვა იარღს იყენებდნენ, ერთ-ერთ სანადირო ირაღს წარმოადგენდა „ცჴემდი“ ანუ მშვილდი, რომელიც დღეს დავიწყების გზას ადგას. ცჴემდი მზადდება  არყის ხისგან, ცჴემდს თოფის ფორმა აქვს, დაახლოებით 1მ. სიგრძისაა, აქვს კონდახი, სასხლეტი, ხოლო ლულის ნაცვლად ააქვს სიგრძეზე წვრილი ღარი სადაც თავსდება ისარი. ცჴემდი, ბოლოვდება მოღუნული მშვილდის მსგავსი ფორმით, რომელზეც გადაჭიმულიაკარგად დამუშავებული წვრილი დრეკადი თასმა,  ძველად კანაფის თოკს ხმარობდნენ ,ამ თასმის მოზიდვისას მასში ამაგრებენ ისარს, რომელიც გამოთლილია -მდგნალის ხის გულისაგან რომელიც ბოლოვდება რკინის ბუნიკით, ხოლო ისრის ბოლოზე დამაგრებულია ბუმბული, რათა ისარს არ შეუცვალოს გასროლისას ტრაექტორია.         ცჴემდს უძველეს დროში შესძლოა მსხვილ ნადირზე სანადიროდ ან საბრძოლველად იყენებდნენ, რადგან მისი ისრით მოკლული ნადირი სწრაფად კვდებოდა და ასევე ეს იარაღი იყო უხმო.  დღეს ამ იარაღს, რა თქმა უნდა დაკარგული აქვს  პირვანდელი დანიშნულება, თუმცა მას აქა-იქ აკეთებენ ჩვენს თემში,ძირითადად ბავშვებისთვის,ჩიტებზე სანადიროდ,თავშესაქცევად.                                                          

 „ქვა- სამშენებლო მასალა“                             
  სვანეთში სახლებს ქვისგან აშენებდნენ, ის მყარად ნაგები შენობა იყო, რომელიც საუკუნეებს უძლებდა და დღევანდელობაშიც  მრავლად შემორჩა. სამშენებლო ქვები უძველეს დროში ჩვენს სოფელში  ძალიან შორიდან, მთიდან ან მდინარის ნაპირებიდან  ეზიდებოდნენ,  რადგანაც ჩვენ სოფელში სამშენებლო  ქვის კარიერები არ  მოიპოვებოდა. ქვის  სოფლამდე ტრანსპორტირებისთვის  მიდიოდნენ ხარებითა და მარხილით, ოჯახის რამოდენიმე წევრი მიდიოდა მთაში, შეაგროვებდა მისთვის  სასურველ ფორმის სამშენებლო ქვებს, შემდეგ დადებდნენ მარხილზე და ჩამოიტანდნენ მთის ძირამდე, იქიდან კი მეორე  წყვილი ხარ-ურემით. ასე დიდი შრომითა და გარჯით აგროვებდა ფარელი ხალხი სამშენებლო ქვას. დღეს ძირითადად სამშენებლოდ ძველი ნანგრევებიდან გადარჩეულ ქვებს იყენებენ,მათ არ უწევთ შორიდან ქვის ჩმოტანა.ერთი დიდი სახლის ასაშენებლად  საჭირო იყო უამრავი ქვის  შეგროვება და მოზიდვა,  რადგანაც ქვის კედელი ორ ფენად  იგება,  ორი მშენებელი  ერთდროულად აგებს  კედელს,  ერთი შიგნიდან მეორე გარედან, ასე ნაგები კედელი მყარი და მაგარია.        ძველად ქვების შესადუღაბებლად კირს იყენებდნენ, დიდ ძალისხმევასა და  შრომას მოითხოვდა კირის დამუშავება, კირის დამზადება ადგილზე ხდებოდა. კირს ქვებს მოიპოვებდნენ საბადოებში რომლებიც დღესაც  არის შემორჩენილი ჩვენს სოფელში, ამ ადგილს დგესაც „ კარერი’’ ეწოდება.  თავდაპირველად ამოთხრიდნენ დიდ ორმოს, რომელსაც ამოაშენებდნენ  მოპოვებული კირიანი ქვებით, მას გუმბათისებური დაბოლოება  ქონდა, ტოვებდნენ კარებს საიდანაც ხდებოდა შეშის შეტანა და ცეცხლის დანთება. აღსანიშნავია, რომ რაც უფრო დიდი  იყო ტემპერატურა  მით უფრო მალე მიიღებოდა  მზა პროდუქტი. სამ დღე-ღამეში ქვები საბოლოოდ იწვებოდა და ერთიანად იფქვებოდა ორმოში, ხოლო მის გაცივებას რამოდენიმე კვირა სჭირდებოდა. გაცივების შემდეგ, რჩებოდა თეთრი  ქათქათა მასა,  რისგანაც აკეთებდნენ კირის დულაბს, სწორედ ამ დუღაბისაგან არის აშენებილი სვანური კოშკები.  დღეს ჩვენს სოფელში კირს  კედლების შესათეთრებლად და ბაღ-ბოსტანში მავნე მწერებთან საბრძოლველად იყენებენ.რამოდენიმე ოჯახის ეზოებში შემორჩენილია უძველესი საკირეები,სადაც მცირე რაოდენობით შერჩენილია კირი.          ქვა ასევე ფართოდ გამოიყენებოდა  კარ-მიდამოს შემოსაღობად. ქვის ყორე ანუ „ჴვილა’’ იგება ბრტყელი ქვებითა და მიწით, აშენების დროს  ფენა-ფენდ ხდება მათი დაწყობა, შემდეგ მიწას აყრიან მყარად დატკეპნიან და კვლავ დააწყობენ სხვადასხვა ზომის ქვებს. ასე ხდება მისი აგება სანამ  სიმაღლე ერთ მეტრს არ მიაღწევს.         რა თქმა უნდა დღეს კირი, როგორ სამშენებლო მასალა ცემენტმა ჩაანაცვლა, თუმცა  ქვით მშენებლობა ისევ ფართოდ გამოიყენება, რადგანაც თვლიან, რომ ქვით აშენებული სახლის საძირკველი უფრო მყარია. თანამედროვე დროში აგებული ყველა სახლის პირველი სართული ქვითაა აშენებული და  შემდეგ აქვს დაშენებული  ე.წ „ბლოკი“.   ამრიგად ქვას,  როგორც სამშენებლო  მასალას  დღესაც აქტიურად  იყენებენ ფარის თემში.

საპნის  მომზადების  უძველესი ტექნოლოგია.

სვანეთში,  საპონს  უძველესი დროიდან ადგილზე ამზადებდნენ. სახლის პირობებში მომზადებული საპონი, არაჩვეულებრივი სარეცხი და დასაბანი საშუალება იყო. მისი დამზადებისათვის საჭიროა მხოლოდ ნაცარი და ღორის ან საქონლის ქონი.
    თავდაპირველად აგროვებენ დიდი რაოდენობით  წიფლის ხის ნამწვისაგან მიღებულ ნაცარს, რადგანაც იგი მოთეთრო ფერისაა, შემდეგ მოათავსებენ გოდორში ან  ნახვრეტებიან ჭურჭელში, შუაში ამოაღრმავებდნენ და შიგ  პერიდულად თბილ წყალს ასხამენ, ნაცარი წყლით იჟღენთება და ჩამონაწური  წყალი  ქვეშ მდგარ ჭურჭელში გროვდება რომელსაც თან წვრილი ნაცრის ნალექი მოყვება. ამ ნაცრიან წყალს ჩვენში „ჰერამი „ჰქვია  მას მათეთრებლადაც იყენებდნენ.  შემდეგ „ ჰერამს“  ქვაბში ასხამენ და ცეცხლზე შემოდგამე, მას დიდხანს ადუღებენ, სანამ არ განახევრდება  და სქელი მასა არ დარჩება, ამის შემდეგ მას უმატებენ საქონლის ან ღორის ქონის გარკვეულ დოზას, ეს დამოკიდებულია ნაცრის მასაზე.  თუ ქონი აკლია, საპონი ფშვნადია და რეცხვისას თეთრ ლაქებს ტოვებს, ამიტომ მნიშვნელოვანია ქონი საჭირო რაოდენობით დაემატოს.  ამ ნაცრისა და ქონის ნაზავს ისევ ხარშავენ, სანამ მასა ცომივით სქელი არ გახდება, შემდეგ ათავსებენ პატარ-პატარა ყალიბებში, ფორმის მისაღებად, საიდანაც მალევე, თბილს გადმოაგდებენ და შეახვევენ პირსახოცში, ამ პირსახოცში გახვეულს ტკეპნიან და ამაგრებენ, შემდეგ აწყობენ ფიცრის ნაჭერზე გამოსაშრობად.
    ასე მომზადებული საპონი დიდხანს ინახება, ოჯახი ერთ მოხარშვაზე 3-4 თვის მარაგს  ხარშავდა, რადგანაც საპნის საბოლოო დასრულებას  დაახლოებით 5-8 დღე სჭირდება და შრომატევად საქმეს წარმოადგენს ხშირად რამდენიმე ოჯახი ერთად ხარშავდა საპონს, რათა  გაეადვილებინათ ურთიერთ თანადგომით საქმე.
     დღეს, თანამედროვე ცხოვრებამ ათასგვარი ჰიგიენური საშუალებები შემოგვთავაზა, ტრადიციულმა კი ადგილი დაუთმო ახალს, ამიტომ სახლის პირობებში საპნის დამზადება იშვიათად ხდება, ძირითადად იმ ოჯახებში, სადაც უფროსი ასაკის ქალები ცხოვრობენ, რადგანაც ისინი თვლიან, რომ ასე მომზადებული საპონი ქერტლისა და თმის ცვენის საწინააღმდეგო და დეზინფექციის უებარი საშუალებაა.
   უღელი
ყოველდღიურ ცხოვრებაში ფართო გამოყენება აქვს უღელს,რომლის დამზადება გლეხს თავად უწევს სახლის პირობებში, მარტივი ხელსაწყოებით. მისი დამზადება  ხდება ცულის სალაშენისა და  ბურღის მეშვეობით, ხოლო გაკრიალება დანით.
უღელი- უღვა აუცილებელი სამეურნეო ნივთია, რადგანაც ხარების გამოყენება ტვირთის  გადასაზიდად  მარხილის მისაბმელად უღელის გარშე წარმოუდგენელია.
ხარი ძირითადი გამწევიდა მუშა ძალა სავანეთში.მათი საშუალებით ხდება ხვნა-თესვა,მოსავლის აღება-დაბინავება, თივის ზიდვა,ამიტომაც უღელი ყველა ოჯახშია აუცილებელი,საჭირო ნივთია.უღელი მზადდება ძირითადად კოპიტის ხისაგან.
მასალას დიდი სიზუსტით არჩევენ, სამასალე ხე უნდა იყოს სწორი და თანაბარი.სამასალე ხეს ადრე გაზაფხულზე  ჭრიან,რადგანაც ხე ამ  დროს წვიმისაგან გაჟღენთილია და ადვილია მისი კანის შემოცლა. შემდეგ გათლიან, გაასწორებენ
,თავსა და ბოლოში ამოიღებენ გულს, შეღრმავებულ ფორმას მისცემენ, ხარის კისრის ზომაზე, ის ორ ადგილას იხვრიტება და მასში არჭობენ წინასწარ გამოთლილ ხის ვიწრო ჯოხს, რომელსაც ქვია  „ლასმანი“.  „ლასმანის“ მეშვეობით ხდება ხარების კისერზე უღელის დამაგრება.  „ლასმანის“ ბოლოში გამობმულია წვრილი თოკი, რომლის ერთი ბოლო მუდმივად დამაგრებულია, ხოლო მეორე მოძრავი. უღელის შუაში  მარხილის ჯაჭვის გამოსაბმელ ადგილზე აკრავენ ტყავს, რათა ჯაჭვმა ხახნუნმის შედეგად მალე არ გაცვითოს უღელი.
   უღელი ორი სახის გვაქვს: ორი ხარისათვის და ერთი ხარისათის, რომელსაც „ლამეშხი“ ქვია. „ლამეშხი“ მომცრო ზომის უღელია, ის ძირითადად  გამოიყენება როცა მცირე ზომის ტვირთია საზიდი ან მსუბუქი სამუშაოა შესასრულებელი გუთნით,მისი დამზადების ტექნილოგია იგივეა,როგორიც დიდი უღელის.
ამრიგად  უღელი  ერთადერთი  უძველესი სამეურნეო ნივთია, რომელსაც  თანამედროვეობამ სვანი გლეხის ცხოვრებაში მეტიქეობა ვერ გაუწია,მას ყველა ოჯახში ამზადებენ საჭიროებისამებრ.
კამკები ანუ ციგურები
  სვანეთის ხანგრძლივი ზამთარი და უხვი თოვლი ბავშვებში  ყოველთვის აღტაცებასა და სიხარულს იწვევს. თოვლში სასრიალოდ ჩვენში იყენებენ „ კამკებს“ ანუ ციგურების  მსგავს სასრიალო მოწყობილობას, რომელსაც ამზადებენ ხისაგან მარტივი ხელსაწყოების დახმარებით. მათი დამზადება თითქმის ყველა ახალგაზრდამ იცის.
  „ კამკების“   დამზადება თაობიდან თაობას უძველესი დროიდან გადაეცემოდა, ის შეიძლება ითქვას თხილამურების წინამორბედია, რომელიც შემდეგნაირად მზადდება:    წიფლის ხისაგან ცულით გამოთლიან ორ ცალად თხილამურების მასგავსი მოყანილობის სადგამებს, კარგად გაასლაშინებენ, გააპრიალებენ მინის ნატეხით ან დანით,  რომ  თოვლი არ მიეკროს,  შემდეგ  მფლობელის  ფეხის ზომის მიხედვით ოდნავ გახვრეტენ და შიგ ამაგრებენ თხილის ტოტისაგან დამზადებულ სახელურებს, რომლის სიმაღლე ასევე დამოკიდებულია პატრონის სიმაღლეზე.
   ასე მარტივად მომზადებული „კამკები“  არაჩვეულებრივი სისწრაფით  დაშვების საშუალებას იძლევა სასრიალო ტრასაზე.
   ამგვარი მოწყობილობა, გარდა იმისა, რომ ბავშვების თვშესაქცევს წარმოადგენდა, არაჩვეულებრივი საშუალებაა მოზარდის  გაკაჟებისათვის, სხეულის მართვისა და წონასწორობის დაცვის გამომუშავებისათვის.

მარხილი                                          
უძველესი დროიდან ტვირთის გადაზიდვისა და გადაადგილების საშუალებას წარმოდგენდა მარხილი, სვანურად „სავ“. მიუხედავად შესაბამისი სამეურნეო ტექნიკური აღჭურვილობის არსებობისა, მარხილს მისი ფუნქცია არ დაუკარგავს. თანამედროვე ტექნიკის გვერდით, მარხილი ფართოდ გამოიყენება სვანეთში, როგორც ტვირთის გადასაზიდი საშუალება. მარხილის საშუალებით ხდება სათიბებიდან თივის, ტყიდან შეშის ზიდვა და სხვა მძიმე ტვირთვის გადაადგილება.
        მარხილი ორგვარია, მოკლე და გრძელი. მოკლე მარხილს „ჩავ“ ეწოდება, “ჩავი“ მოკლე და ყუთივით  შეკრულია დაახლოებით 50 მეტრი სიგრძისაა. ის ძირითადად საყოფაცხოვრებო ტვირთის, სამშენებლო მასალის და ყანებში ბიოსასუქის გადასატანად იყენებენ.       გრძელ მარხილს თივისა და შეშის მოსაზიდად იყენებენ, ის დაახლოებით 2 მ. სიგრძისაა, სიგანით კი 1 მეტრი.       მარხილის დამზადება საკმაოდ შრომატევადი საქმეა, მას ძირითადად ზამთრის პერიოდში აკეთებენ,  რათა საველე სამუშაოების  დაწყებამდე  მზად ჰქონდეს გლეხს.        მარხილის დასამზადებლად, პირველ რიგში საჭიროა ტყეში შეირჩეს საშუალო სისქის, ქვედა მხარეს  მოკაუჭებული ნაძვის ხის წყვილი ძელი. შინ მიტანილ სამარხილე ფეხსქ ქვედა მხარეს წათლიან,  მოასწორებენ, რათა ძირი ბრტყელი იყოს, ხოლო მოკაუჭებულ თავებს ბურღით გახვრეტენ, შუაში საშუალო სისქის ძელს გაუყრიან,(მას ლეჯვრანი ეწოდება)ძელის სიგრძე დამოკიდებულია იმაზე თუ რა სიგანის მარხილის გაკეთება სურს პატრონს. ეს ძელი ერთმანეთთან აკავშირებს ფეხებს რაზეც შემდეგ იწყობა მარხილის ზედა ნაწილი. ასე შეკრული საყრდენი ფეხები, იხვრიტება სამ ადგილას მთელი სიზუსტიტ, ორივე მხარეს ერთიდაიგივე ადგილზე. ამ ნახვრეტში ჩასვამენ წინასწარ გამოთლილ სამკუთხედის ფორმის ხის ნაჭერს, რომელიც მოგრძო ძელაკით ბოლოვდება, მას „ფეკვნილს“ უწოდებენ. სამკუთხედის წვერო ქვევით ფეხისკენაა მიმართული, ხოლო მოგრძო ნაწილი ზევით. მასზე მაგრდება სქელი ფიცრის ნაჭერი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს იქითა და აქეთა ფეხებს, მთელ სიგრძეზე, სამი ასეთი ნაჭერი მაგრდება, ის ასევე საყრდენს წარმოადგენს, მარხილის ზედაპირისათვის ანუ „ფაცერისათვის“ ასე შეკრულ მარხილის კორპუსზე, მთელ სიგრძეზე აჭედებენ ახლო-ახლო თხილის წნელებს, ან ფიცარს, რომ ტვირთი დაკავდეს და არ ჩაიყაროს ძირს.          მარხილზე ტვირთის დასამაგრებლად იყენებენ თოკებს, რომელსაც როგორც სიგრძეზე ასევე სიგანეზე უჭერენ. თოკის ბილოზე დამაგრებულია ხის მარჭვალი-„ჭკვეხ“. იგი პატარა მოგრძო ფორმისაა, შუაში ამოღრმავებული, მასში უყრიან თოკს აკეთებენ ნასკვს, რომელსაც „ჭკვეხის“-ის წვეროზე ამაგრებენ, ასე განასკვული თოკი არ იხსნება და მარხილზე დამაგრებული ტვირთიც უძრავად დევს მასზე.      

ტყავის დამუშავების უძველესი ტექნოლოგია.
ტყავს სვანურ ყოფა-ცხოვრებაში უძველესი დროიდან ფართო გამოყენება ქონდა.დამუშავებული ტყავისაგან კერავდნენ როგორც ფეხსაცმელს,ასევე ჯუბებს,აკეთებდნენ ტყავის  თასმებს,თოკებს,აბგებსა და ტიკჭორებს.
დამუშავებულ ტყავს სვანურად „სამეგვ“ ქვია,მისი დამუშვება ხანგრძლივი  და შრომატევადი საქმეა.საქონლის ტყავს დაუზაინებლად გააცლიან,მოაყრიან მარილს ან ნაცარს, რომ კარგად გამოშრეს ტყავი,შემდეგ გადაკეცავენ და რამოდენიმე კვირა ინახავენ,ამის შემდეგ ჩალბობენ ნაცრიან წყალში-„ჰერამში“,რაც ბეწვის მოცილებას უწყობს ხელს,ბეწვ გაცლილი ტყავი სუფთა და პრიალა რჩება.ბეწვგაცლილ ტყავს  ღებავენ ბუნებრივი საღებავით,რომელსაც ქვია „ჯერაბ“,იგი კლდეს აქვს,ჩვენს თემში მხოლოდ რამოდენიმე ადგილას მოიპოვება,კლდეში ის კრისტალების სახითაა მას ტეხავენ დაფქვავენ და ტყავს უსვამენ ტყავი მალევე იღებს მუქ ყავისფერ შეფერილობას.შეღებვის შემდეგ იწყება მისი დარბილება.ტყავის დასარბილებლად.ძველად იყენებდნენ სპეციალურ  ხის მოწყობილობას“ლაჰვიჭალი“ ანუ დასარბილებელი, ის დაახლოებით ერთი მეტრის სიგრძის და ნახევარი მეტრი სიგანის იყო,შუაში ამოღრმავებული ქონდა ღარი,რომელზეც დამაგრებული იყო მოძრავი,ხის კბილანებიანი მძიმე ურო.ტყავს ორი ადამიანი ამუშავებდა,ერთი უროს ურტყამდა,მეორე ტყავს ადგილს უნაცვლებდა,ასე გრძელდებოდა მანამ,სანამ ტყავი ყველგან არ დაიბეგვებოდა და დარბილდებოდა.დღეს ამ დანადგარს არავინ იყენებს,რადგანაც თანამედროვეობაში ტყავის მასიური და დიდი მოცულობით დამუშავება არ ხდება,მას მხოლოდ თასმებისთვის იყენებენ და მისი დარბილება ხელითაც შესაძლებელია.
დღევანდელობაში ტყავს ზემოთ აღწერილი ტექნოლოგიით       ამუშავებნ,მხოლოდ დასარბილებლად თბილ წყალში ალბობენ და  ხელით  ჭმუჭნიან,შემდეგ დარბილებულ ტყავს ჭრიან და აძლევენ სასურველ ფორმას,წნიან და აკეთებენ ძირითადად ცხენის მოსართავებსა და აღვირს,გრძელ თოკებს.
 აქა-იქ შემორჩენილია ტიკჭორის -„თულუყვ“ დამზადების ტექნოლოგია.ის ცხვრის ტყავისაგან კეთდება,დაკლულ ცხვარს ,დაუზიანებლად გახდიან ტყავს,ზემოთ აღწერილი თექნოლოგიით გააცლიან ბეწვს და დაარბილებენ,მას შეღებვა არ სჭირდება,შემდეგ ტყავისავე თასმებით შეუკრავენ ფეხებს.ეს ტიკჭორა სითხის სატარებლად მოსახერხებელი იყო,ძირითადად იყენებდნენ  ზაფხულობით ,მთიდან რძის ჩმოსატანად,არაყის სატარებლად.
ტყავის თოკი ფართოდ გამოიყენებოდა ძველად მარხილზე დადებული ტვირთის გადასაჭერად,ხარების შესაუღლებლად რადგანაც ის განსაკუთრებით გამძლეა და ადვილად არ წყდება, მას „წემაშ“ ქვია. თუმცა დღეს წემაში ჩაანაცვლა ლითონის ჯაჭვმა და კაპრონის თოკებმა.მისი დამზადების ტექნოლოგია განსხვავდება ჩვეულებრივ თასმების დამზადებისაგან.
ზემოთ აღწერილი ტექნოლოგიით დამუშვებული ტყავს დაჭრიდნენ სიგრძეზე დაგრეხდნენ სამ ფად  და მის  დასარბილებლად კი განსხვავებულ მეთოდს იყენებდნენ:ჭერზე მიაჭედებდნენ მარჭვალს,რომელშიც გაუყრიდნენ ტყავს-წემაშ,  დაგრეხილი ტყავის მეორე ბოლოს კი  შუაში გახვრეტილ  ლოდში, რომელსაც ზემოდან სიგრძეზე ამაგრებდნენ ხის, მკვრივ ძელს ,იქით-აქედან ამ ძელს ამოუდგებოდნენ მამაკაცები და აზიდავდნენ,შემდეგ ჩამოწევდნენ ,ხოლო მასში მოძრავი ტყავი ხახუნის შედეგედ რბილდებოდა ისე რომ მისი დამორჩილება და განასკვა ადვილი ყოფილიყო.
ამრიგად ტყავი შეუცვლელი ნედლეული იყო სვანი კაცის ყოფა ცხოვრებაში.დღეს ცხოვრება გაიოლდა ყველაფერს  მზას გვთავაზობენ ამიტომაც მსგავსი რთული სამუშაოების შესრულებას ყველა თავს არიდებს და მალე დავიწყებას მიეცემა ტყავის დამუშავების ათასწლოვანი ტრადიცია.
                               
სვანური ქუდი

სვანი კაცის ავთენტურობის ერთ-ერთი  ნიშანი სწორედ სვანური  ქუდია. სვანური ქუდი  არ შეიძლება  განვიხილოთ, როგორც უბრალო თავსაბურავი, მასში იგულისხმება სვანი კაცის ვაჟკაცური ბუნება, სინდის-ნამუსი,  ერთგულება და პირმტკიცობა, რაც მრავალი ფრაზეოლოგიზმით დასტურდება.  თუ  ვაჟკაცი, რაიმე მიუღებელ ქმედებას ჩაიდენს, მასზე იტყვიან „ ისგე ფაყვ გიმს უ ხავხა“  შენი ქუდი მიწას დაენარცხოსო;  თუ კი  ვაჟკაცი სახელოვან საქმეს  გააკეთებს მასზე იტყვიან „ოქრეშ ფაყვ ხარ“ ოქროს ქუდი  ხურავსო, ამდენად ქუდი  სვანი კაცის ცნობიერებაში სიმბოლურ დატვირთვასაც ადარებს, ამიტომ არის რომ სვანური ქუდის დახურვა ქალს ეკრძალება.
 სვანური ქუდის დამზადება ძველად ყველა ქალმა იცოდა, ეს აუცილებელი მოთხოვნა იყო, დღეს ახალგაზრდა თაობამ დაკარგა ინტერესი ტრადიციული ხელსაქმისადმი და შესაბამისად ქუდის დამზადების შრომატევად საქმიანობისადმი:  აქა -იქაა ამა თუ იმ თემში თითო ოროლა ოჯახშიღა მზადდება სვანური ქუდები.
სვანური ქუდის დამზადებისთვის საჭიროა ცხვრის მატყლი. მატყლს ადრე გაზაფხულსა და გვიან შემოდგომაზე კრეჭენ, შემდეგ კარგად გარეცხავენ,  გააშრობენ და დაპენტავენ. საქუდე, დაპენტილი მატყლი, რომ კარგად გასუფთავდეს ხიჭვებისაგან კიდევ ერთხელ პენტავენ ხის წკნელზე გადაჭიმულ წვრილ თოკზე, რომელსაც  მშვილდის ფორმა აქვს. ასე მატყლს საჩეჩელზე დაჩეჩავენ თანაბარ სისქეზე, სველ ტილოზე, სედაც სველ ტილოს გადააფენენ და სპეციალურად გამოთლილ მსხვილ ჯოხზე გადაახვევენ, ამ გრაგნილს დიდხანს აგორებენ  ზევით-ქვევით, როდესაც ტილო შეშრება კვლავ  დაასველებენ და მანამ იმეორებენ ამ პროცედურას სანამ მატყლი მკვრივად არ მოეჭიდება ერთმანეთს და არ შეითელება. ასე მოთელილ მატყლისაგან მიიღება საქუდე ნაბადი, რომელსაც ჩამოაცმევენ სპეციალურად გამოთლილ, საქუდე  ყალიბზე, ყალიბი სხვადასხვა ზომისაა, მის დიამეტრი დამოკიდებულია, იმაზე თუ რა ზომის ქუდის გაკეთება სურთ( ძირითადად საშუალო ქუდის დიამეტრი 36 სმ. ) ყალიბზე ხდება ქუდის სიმაღლის განსაზღვრა, რა სიმაღლის ქუდის მიღებაც სურს მკეთებელს, იმ სიმაღლეზე გადაუჭერს თოკს, დანარჩენ, ზედმეტ მასალას შემოაჭრის. ასე დატოვებენ მანამ სანამ ნაბადი არ გაშრება და ფორმას არ მიიღებს. 3-4 დღის შემდეგ მოხსნიან ყალიბიდან და დაიწყებენ მის მოპირკეთებას. ქვედა გადანაჭრევ ადგილს შემოკერავენ და დაამაგრებენ წინასწარ დაგრეხილ მატყლის წვრილ თასმას, შემდეგ დაახლოებით ხუთი სანტიმეტრით მაღლა აკერებენ ისევ თასმას, საიდანაც ამ მთელ ქუდზე გადაატარებენ თასმას ჯვრის ფორმით.
ქუდი ძირითადად რუხი ფერისაა, ბავშვებისთვის კი თეთრ ქუდს აკეთებენ. რუხი ფერის მისაღებად თეთრსა და შავ მატყლს ურევენ და ერთად თელავენ.
კარგ ქუდად  ითვლება ის ქუდი, რომელიც მკვრივია, მისის სიმკვრივის განსაზღვღისათვის არსებობს ერთი ხერხი, წყალს ჩაასხამენ და თუ კარგად შეკეთდა წყალს არ გაატარებს.
სვანურ ქუდს ერთი საოცარი თვისება აქვს, წყალს არ ატარებს ხოლო არაყს ადვილად ატარებს. ასევე სვანურ ქუდს სამკურნალო თვისებებსაც აწერენ, ამბობენ თავის ტკივილს აყუჩებსო.
ამრიგად ამ საოცარი ქუდის  დამზადება  საკმაოდ შრომატევადი საქმეა, ის დიდ სიზუსტის დაცვას მოითხოვს.

ფარის თემში სსაუკეთესოქუდები მკეთებლად ითვლებიან ზოლიდა დადეშქელიანი და ცისანა კვიციანი.

მატყლის დამუშავება
ფარის თემში,მეცხვარეობა დიდად განვითარებულია,რადგანაც ცხვრის მატყლს დიდი გამოყენება აქვს ყოფა-ცხოვრებაში.
    გაკრეჭის წინ,ცხვარს დაბანენ,შემდეგ გაკრეჭენ,ეს ხდება წელიწადში ორჯერ გასაფხულსა და შემოდგომაზე.გაკრეჭილ მატყლს გარეცხავენ გამდინარე წყალში და მზეზე გადებენ გასაშრობად.მშრალ მატყლს ხელით დაპენტავენ,აფუმფულებულ მატყლს ჩეჩავენ სპეციალურ საჩეჩელზე და პატარა ფთილებს სათუთად ალაგებენ,რათა  არ შეითელოს.გაჩეჩილ მატყლს დართავენ თითისტარით,როდესაც თითისტარი დამძიმდება ნართით,მეორე თითისტარს იღებენ და მასზე ართავენ იმავე რაოდენობის ნართს,შემდეგ ორივე ნართს შეატყუპებენ და გორგლად დაახვევენ,რომელსაც სპეციალური თითისტარის მსგავს მოწყობილობაზე დაგრეხენ,რათა ძაფი უფრო გამძლე იყოს.დაგრეხილ ძაფს გადაიტანენ ორკაპის მქონე მოჭყობილობაზე რომელზეც ძაფი იჭიმება და სწორდება,ამ მოწყობილობიდან მოხსნიან ძაფს და რეცხავენ საპნიან წყალში,საბოლოოდ დასრულებული ძაფის გორგლად დახვევა ხდება.დახვევისას სვანი ქალი აუცილებლად ერთ ლუკმა პურს უტნევს ძაფის გორგალს,ამ ჩვეულებას ძალინ სევდიანი ლეგენდით ხსნიან უფროსი ასაკის ქალები,თითქოს ძველ დროში, „დედას შვილი სთხოვდა პურს,დედა არ ქონდა საჭმელი რათა შვილის შიმშილი დაეოკებინა,ცოდვით გული უსკდებოდა და გამოსავალი არ იყო,უცებ გაახსენდა ,რომ ძაფის გორგალში უნდა ყოფილიყო ერთი ლუკმა პური და შვილი გაამხნევა აი ამ გორგალს მოვამთავრებ და პურის ნატეხს მოგცემო.როცა გადაახვია გორგალი, გორგალში პური არ აღმოჩნდა და ბავშვი დაიღუპა.”ამ ამბის მერე დაწყევლილია ის, ვინც პურის ნატეხს არ ჩაუტნევს.
  ასე დამუშავებული შალის ძაფისაგან ქალები წინდებსა და გრძელ მაიკებს ქსოვენ,მაიკებს გარდა გასათბობისა სამკურნალო დანიშნულება აქვს,მას მუდმივად ატარებენ ისინი,ვისაც წელის ტკივილი აწუხებს.
   ასევე მატყლისაგან მზადდება,სვანი კაცის იდენტურობისა და ვაჟკაცურობის სიმბოლო-სვანური ქუდი.
       შრომატევადი და ხანგრძილივი პროცესია სვანური ქუდის მომზადება.მაგიდაზე დებენ სველი ტილოს ნაჭერს,დაახლოებით ერთი მეტრის სიგრძისა ზედ აწყობენ დამუშავებულ,გაჩეჩილ მატყლის ფთილებს,შემდეგ მოაპკურებენ წყალს და მრგვალ დიდ ჯოხზე  დაგრაგნიან ამ დაგრაგნილ მატყლს დიდხანს აგორავებენ,თელავენ თან პერიოდუად გახსნიან ტილოს დაასველებენ და ხელახლა მეორდება შეთელვის პროცესი.მატყლს მანამ თელავენ სანამ თითოეული ფთილა ერთმანეთს მჭიდროდ არ მიეკვრება,კარგად გათელილად ითვლება თუკი მზა ნაბადი წყალს არ გაატარებს.ამის შემდეგ ხისგან გამოთლილ სხვადასხვა დიამეტრის მქონე ყალიბზე ჩამოაცმევენ ,ქუდის სიმაღლეზე შემოუჭერენ ბაწარს,2-3 დღე ტოვებენ ყალიბზე, რათა გაშრეს და ყალიბის ფორმა მიიღოს,ბოლოს შემოაჭრია ირგვლივ ბოლოებს მხოლოდ სტანდარტულად,ქუდისთვის მიღებულ
ზომაზე ტოვებნ სიმაღლეს.უკვე გამოჭრილ და შესწორებულ ქუდს,ირგვლივ  ნაპირებს შავი ან სხვა ფერის ძაფით ლამაზად შემოაკერებენ,შემდეგ,2-3 სმ-ით ზემოთ კვლავ შემოავლებენ ძაფს და ამ რკალიდან ქუდის თავზე ხდება ძაფის გადაჯვარედინება,რო მელსაც დასრულებისას ჯვრის ფორმა აქვს.
 სვანურ ქუდს სამკურნალო დანიშნულება აქვს,ითვლება რომ წნევას არეგულირებს. ასევე ერთი უცნაური თვისება აქვს,კარგად შეთელილ და გკეთებულ ქუდში წყალს რომ ჩაასხამენ არ ატარებს,როგორც კი არაყს ჩაასხამენ, არაყი  გამოჟონავს.
 ჩვენს თემში,დღეს ქუდების განთქმული მკეთებლები არიან დადეშქელიანების  ოჯახის ქალები.
უძველეს დროში,სვანეთი კარჩაკეტილი კუთხე იყო,მას ნაკლებად ქონდა ურთიერთობა ბართან.შესაბამისად ის იძულებულილი იყო თავად  ემკურნალა თავისი თავისთვისა და ახლობლებისთვის.საუკუნეთა მანძილზე დაკვირვებითა და გამოცდილებითგაამდიდრა „საოჯახო აფთიაქი“,რომელიც სხვადასხვა მთის მცენარეებისაგან შედგებოდა.
  ჭრილობის სამკურნალოდ დღემდე გამოიყენება მთის,წვრილი გვიმრის მსგავსი მცენარე,რომელსაც ჩვენში „ნექეშე მელს“ უწოდებენ.მელ სვანურად ბალახს ნიშნავს,ხოლო ნექეშე ცალანების გვარის ერთ-ერთი შტო იყო,რომელიც დღეს ამომწყდარი შტოა.როგორც ჩანს,ამ ბალახის სამკურნალო თვისებების აღმოჩენა ამ გვარის წარმომადგენელს ეკუთვნის.გადმოცემის თანახმად,ამ გვარის მამაკაცს,მთაში ნადირობისას დიდი გველი დაუჭრია,გველი გაქცევია,მონადირე მის კვალს გაჰყოლია და უნახავს რომ გველი ამ მცენარესთან მისულა და ამ ბალახს იფენდა ჭრილობაში.
    რამდენად სარწმუნოა ლეგენდა,ძნელი სათქმელია,მაგრამ მცენარე მართლაც ჭრილობის შესახორცებლად უებარი საშუალებაა.ეს მცენარე იცავს ჭრილობას ინფექციის შეჭრისაგან და დაჩირქებისაგან,ხოლო ჭრილობა ძალზე სწრაფად ხორცდება.ეს მცენარე გამოიყენება ,როგორც სიმსივნის სამკურნალოდ,ითვლება რომ ეს წამალი უხანგრძლივებს სიმსივნით დაავადებულს სიცოცხლეს,მას თაფლში აზავებენ და ისე ასმევენ ავადმყოფს. ბალახი მხოლოდ მთაში ხარობს,მას გვიმრის ფორმა აქვს,მხოლოდ წვრილი და დაბალია.მას აშრობენ ჩრდილში და გამხმარ მცენარეს დაფშვნიან და ფხვნილად ინახავენ.
  მუცლის ტკივილისათვის გამოიყენებენ მთის ბალახის ძირებს,რომელსაც ღეჰის უწოდებენ.ძირებს კარგად გაწმენდენ,დაჭრიან და დაასხამენ მაგარ არაყს,ისე რომ ძირები დაიფაროს,შემდეგ დადგამენ ერთი თვე ბნელ ადგილას,მუცლის ტკივილის შემთხვევაში სვამენ ერთ ჭიქას და ტკივილიც მალევე ქრება.
ღეჰის აღმოჩენასთან დაკავშირებითაც არსებობს თქმულება,თითქოს ორი კაცი წასულა სანადიროდ,ერთერთმა დაიძინა მინდორზე,მძინარეს პირში გველი ჩაუცურდა,მეორემ არ აგრძნობინა არაფერი და სანაძლეო შესთავაზა თუ ვინ უფრო მეტს შეძლებდა ეჭამა ღეჰის ძირები,მართლაც დათანხმებულა ის კაცი და უჭამია  ეს ძირები,ცოტა ხანში კაცს პირღებინება დაეწყო და გველი ნაკუწ-ნაკუწ ამოურყევია.ამის შემდეგ ეს მცენარე ფართოდ გავრცელებულა მთელ სვანეთში.
ბავშვებში და ჩვილებში, მუცლის ტკივილის დროს გამოიყენებენ დათვის ნაღველს.ყველა ოჯახში,სადაც ბავშვია,საოჯახო აფთიაქში მოიპოვება დათვის ნაღველი.როცა ჩვილს ტკივა მუცელი,დედა ერთ კოვზ რძეში გაურევს ცოტაოდენ ნაღველს და ასმევს ბავშვს,მუცლის ტკივილი მაშინათვე უყუჩდება.თუკი მონადირე შეძლებს დათვის მოკვლას,ის აუცილებლად ამოაცლის ნაღველს,რადგან ის ტკივილგამაყუჩებელი საშუალებაა.
 გაცივებისას,სვამენ ცხელ რძეში გახსნილ თხის ქონს,ხოლო ფილტვების ანთებისას უებარ საშუალებად ითვლება მგლის ქონი.მგლის მოკვლის შემთხვევაში,მის ქონს გადაადნობენ და ინახავენ ქილებში,საჭიროების შემთხვევაში ავადმყოფს ასმევენ დღეში ერთ კოვზ ქონს.ასევე იყენებენ ძლიერი ხველებისას.
   სახსრების ტკივილისას,გამოიყენება ბალახი,რომელსც მელენი ქვია,მელენის ძირებს,გაასუფთავებენ და გახეხავენ,გაშლიან ტილოზე რომელსაც მტკივან ადგილას დაიდებენ.ამბობენ რომ ტკივილი მალევე ყუჩდება.
   ნაღრძობის ან ძარღვის დაჭიმვის შემთხვევაში იყენებენ ცვილს.გრძელ ტილოს დააფენენ გახურებულ ღუმელზე და მასზე უსვამენ ცვილის ნატეხს,ცვილი დნება ტილოზე,შემდეგ თბილს ახვევენ ნაღრძობ ადგილას,გაცივებისას ეს ტილო მაგრდება და მტკივან ადგილს მყარად აფიქსირებს და ტკივილსაც აამებს.
  ფარის თემში,ცხოვრობდა ექიმბაში ჩიჩო წულუკიანი,რომელმაც თავად გამოიგონა დამწვრობის წამალი.ამ წამალმა მალევე პოვა აღიარება მთელ სვანეთში.დღესაც დიდი მადლიერებით ახსენებენ ამ კაცის საქმიანობას სხვადასხვა თემის წარმომადგენლები და მისი გადარჩენილები.ამ ადამიანმა ბევრი უიმედო მდგომარეობაში მყოფი ადამიანი,რომელთაც ძლიერი დამწვრობა ქონდათ გადაარჩინა და განკურნა.
თურმე, ერთხელ,გადაურჩენია ქალი,რომელსაც სახისა და ყელის არეში მძიმე დამწვრობა ქონია,დამწვრობა იმდენად ღრმა ყოფილა ყელის არეში რომ ხორხიც კი უჩანდა,ექიმები ვერაფერს ეუბნებოდნენ საიმედოს,მაშინ უხმეს ჩიჩოს და სთხოვეს ხელი მოეკიდა პაციენტისათვის.ამ წამალმა მართლაც საოცრება მოახდინა,ერთ თვეში ავადმყოფი განიკურნა და ფეხზე დადგა.ექიმები გაოცებული იყვნენ ამ წამლის სასწაულმოქმედი ძალით.ერთერთი ექიმი იმ დროს წერდა სადისერტაციო ნაშრომს და გადუწყვეტია ამ წამალზე დაეწერა.უთხოვია ჩიჩოსთვის რომ გაემხილა მისთვის ეს რეცეპტი,მაგრამ უარი მიუღია,მაშინ ექიმს ცოტაოდენი ცამალი მოუპარავს და თბილისში წაუღია ლაბორატორიაში,მაგრამ იქაც ვერ დაადგინეს ამ წამლის შემადგენლობა.
ეს უნიკალური წამალი სრულიად შემთხვევით და უბრალოდ გამოიგონა.ერთხელ მისმა შვილმა დაიწვა ფეხი,ჩიჩომ თავს იდვა შვილის მკურნალობა და დაამზადა აღნიშნული წამალი,სავარაუდოა  მან წინაპრებისგან იცოდა მსგავსი წამალი,რომელიც გაამდიდრა სხვადასხვა მცენარეებით.მის წამალში ცხრა სახის ინგრედიენტი,ყველა მცენარე დამწვარია და დაფშვნილი რომელის ერთგვარ შავ ფხვნილს წარმოადგენს.სანამ ამ ფხვნილს მოაყრიდა დამწვრობის ადგილზე,მანამ ამუშავებდა ჯერ დაადებდა აყალო მიწას,რომელიც ჩვენთან მხოლოდ ერთ ადგილასაა,ეს მიწა არ აძლევდა საშუალებას დამწვრობის ადგილზე ბუშტუკების წარმოქმნას,შემდეგ,დამწვარ კანს ამოაჭრიდა და ზედ დააყრიდა აღნიშნულ წამალს,ხოლო ზევიდან  დოლბანდის ნაცვლად ადებდა რძეში მოხარშულ თხილის ფოთლებს,ფოთლები არ ეკვროდა კანს და შემდგომი დამუშავებისას კანიდა ადვილად ძვრებოდა დაკანიც არ ღიზიანდებოდა.
დღეს ამ წამლის რეცეპტს მისი შთამომავლები ფლობენ.
  ამ შემთხვევაზე დაყრდნობით,შეგვიძლია გავაკეთოთ დას კვნები,რომ ყველაზე კარგი ცოდნის წყარო,დაკვირვება და გამოცდილებაა. ის ფაქტი,რომ ჩვენი თემი კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა საუკუნეების განმაბლობაში,ხელი არ შეუშლია მისი მრავალმხრივ განვითარებისათვის,მათ შორის სამედიცინო კუთხითაც.

                  ოქროს მოპოვება  
როგორც ისტორიკოსები გვამცნობენ,სვანეთში მოპოვებულ ოქროს უკავშირდება მითი არგონავტების შესახებ.სვანეთის მდინარეებს ოქრონარევი ქვიშა მოჰქონდა.ადგილობრივი მოსახლეობა ცხვრის ტყავით მოიპოვებდა ოქროს.სვანების მიერ ოქროს მოპოვების შესახებ იცოდნენ ძველმა ბერძნებმა და რომაელმა მწერლებმა. არგონავტებიც ოქროს საწმისის,მატყლიანი ვერძის მოპოვების სურვილმა მოიყვანა კოლხეთის სამეფომდე,რომლის შემადგენელი ნაწილი იყო სვანეთი.კოლხეთის სამეფოსა და მეფე აიეტს ოქრო სვანეთიდან მიეწოდებოდა.
 ამდენად,სვანეთში უძველესი დროიდან ფლობდნენ ოქროს მოპოვების ტექნოლოგიას.მდინარე ენგურიუდიდესი საბადოა ოქროსი,მას ოქრონარევი ქვიშა მოაქვს საიდანაც იღებენ ოქროს.
ოქროს მოპოვება გვიან შემოდგომაზე იწყება ,როცა წყალი კლებას იწყებს და მთელი ზამთარი გრძელდება.ოქროს მაძიებელი რთულ და მძიმე პირობებში მუშაობს,ის ძალიან მარტივი ხელსაწყოებით მოიპოვებს ოქროს,საშუალო ზომის ხის ღარში ჩააფენს ცხვრის გაკრეჭილ ტყავს,შეუდგამს მდინარეს და მასში ნიჩბით ყრის მდინარიდან აღებულ ქვიშას,გამდინარე წყალი ქვიშას რეცხავს,ხოლო პაწაწინა ოქროს ნამცეცები ცხვრის ტყავზე რჩება,საიდანაც შემდეგ ხელით აკრეფს მაძიებელი.დღეში დაახლოებით2-3 გრამს პოულობენ.
   ფარის თემის შემადგენლობაში შედის ენგურისპირა სოფელი ლუჰა,სადაც ოქროს ისევ უძველესი ტექნოლოგიით მოიპოვებენ.
 ჟამთა ცვლის მიუხედავად და კაცობრიობის ტექნიკური წინსვლისა,სვანეთმა შეუნარჩუნა ჩვენს ისტორიას  უტყუარი საბუთი იმისა რომ მითი რგონავტებზე მხოლოდ მითი არაა და ის ქართველი ერის ისტორიული წარსული და კულტურაა.ეს ის შემთხვევაა როცა მითი და რეალობა შერწყმულია და მითის ნამდვილობა დასტურდება.

                    სვანური სამზარეულო

მრავალფეროვანი  და ნოყიერია სვანური სამზარეულო. სვანური    სამზარეულოს  ინგრედიენტები  ძირითადად იმ პროდუქტებისგან შედგებოდა, რაც ადგილზე  მოიპოვებოდა. სვანური სმზარეულო  ნატურალური პროდუქტებისაგან შედგება, ძირითადად  რძის პროდუქტები, ხორცი და მარცვლეული დომინირებს.
   
სვანური კერძებია: კუბდარი, ჭიშტვარი,  ლეცვმარი, ლუკნე, ქნაში, ღერღილი, ნემბრი, ლუგიმბაშ, ნარჩვი, ფაჩხ, ცარ.ფეტვრას.
 
პირველ ადგილზე სვანურ სამზარეულოში დგას კუბდარი. კუბდარის მოსამზადებლად იყენებენ, საქონლის ღორის ხორცს, ქონი და და მჭლე ხორცი ნდა იყოს თანაბარი რაოდენობა. შემდეგ წვრილად დაკეპავენ, უმატებენ ნიორს, ხახვს, ხმელ სანელებლებს, წიწაკას და ძირას, მარილი გემოვნებით. ამ მასას კარგად ურევენ ერთმანეთში, შემდეგ გააკეთებენ გუნდებს, რომელსაც ჩადებენ ცომის გუნდაში, გააბრტყელებენ და სვანურ ფეჩზე, დადებენ გაბრტყელებულ კუდარს, შემდეგ გადააბრუნებენ მეორე მხარეს, ორივე მხრაეს შეფიცხების შემდეგ შედებენ ღუმელში გამოსაცხობად.
     
კუბდარს ცხელს მიირთმევენ, მას ძველად არ ჭრიდნენ თავს ახდიდნენ და ისე მიირთმევდნენ.
 
ასევე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ჭიშტვარს. ჭიშტვარი მზადდება ყველისა და სიმინდის ფქვილისაგან. წვრილად დაფქვილ სიმინდის ფქვილს მოზელენ, ჩააფხვნიან მწიფე ყველს, დაუმატებენ მარილს გემოვნებით, გააკეთებენ გუნდებად და აცხობენ ცხიმში, ან კაკლის ფოთლებში ახვევდნენ და ისე აცხობდნენ, გამომცხვარს აცლიდნენ ფოთლს და ისე მიირთმევდნენ.კაკლის ფოთოლი თავისებურ სპეციფიკურ გემოს აძლევს.
     
ლეცვმარიმზადდება ყველისაგან, ყველს ფშვნიან, აყრიან მარილს გემოვნებით, შემდეგ ათავსებენ წინასწარ გაცხელებულ ტაფაზე და განიწყვეტლივ ურევენ. ყველის მასა დნება და მას აყრიან პურის ფქვილს, რაც, ასქელებს დამდნარ ყველს, შემდეგ ცოტა ხანს დუღს და როცა ზევიდან ერბოს მოიდგამს გადმოიღებენ და ცხლად მიირთმევენ, რაც უფრო იწელება ლეცვმარი,მით უკეთესია.ლეცვმარი სვანურ ოჯახში სიმდიდრისა  და ოჯახის შეძლებაზე მეტყველებდა.
 
  ლუკნე- ხაჭაპურია,მხოლოდ დაფშვნილ ყველს შეაზავებენ წინასწარ მოზელილ სიმინდის  ფქვილში და აკეთებენ მიღებული მასისაგან გუნდებს,რომელსაც შემდეგ ცომში დებენ და ხაჭაპურის მსგავსად აცხობენ.
   
ქნაში ძალიან ორიგინალური კერძია,საინტერესოა მისი მომზადების პროცესი.გოგრის თესლს გაფცქვნიან და წვრილად დაფქვავენ,შემდეგ ქვაბში მოათავსებენ და დაასხამენ წყალს ნელ-ნელა უნდა იდუღოს,დუღილის პროცესში თავზე მოიდგამს ქაფს,რომელსაც ქაფქირით მოხდიან და შეაზავებენ სანელებლებით,შემდეგ გააკეთებენ გუნდებს და სუფრასტან ისე მიაქვთ.ასე ამზადებდნენ ძველად ამ კერძს კანაფისაგან,რომლის გარეშე გასვენების სუფრა წარმოუდგენელი იყო.
ღერღილი სამარხვო კერძია, გასვენების სუფრაზე ის აუცილებელი კერძია დღესაც მოხარშულ კარტოფილსა და ლობიოს გაატარებენ, შეაზავებენ ხმელი სანელებლებით ქინძი უცხო სურნელი, უმატებენ წვრილად დაჭრილ ხახვს, ნიორს, წიწაკას და მოასხამენ ლობიოს ნახარსს, რათა ძალიან სქელი მასა არ იყოს, სემდეგ ზევიდა მოასხამენ წყალში გახსნილ,  სანელებლებით შეზავებულ გატარებულ ნიგოზს, რომელსაც " მუჯორს" უწოდებენ.
   
 ნებრი მზადდება მარცვლეულისაგან. მოხარშავდნენ ხორბალს და გააშრობდნენ, ქერს მოხარშავდნენ და გააშრობდნენ ასევე სიმინდს, შემდეგ დაფქვავდნენ და ინახავდნენ ფქვილს, შემდეგ მოზილავდნენ შეურევდნენ ყველს და აკეთებდნენ გუნდებს, მას გამოცხობა არ სწირდებოდა.
   
ფაჩხი მზადდება მსხლისგან. მსხლის ჯიში, რომელსაც უწოდებენ ტვიბრას, აშრობენ ღუმელში,გამომშრალ ხილს ფქვავენ და ფქვილად ინახავენ,შემდეგ წყლით ზელავენ და აკეტებენ პატარ-პატარა გუნდებად,რომელიც ძალიან ტკბილი და გემრიელია,მას დესერტად მიირთმევდნენ.
ასევე საინტერესოა მსხლის შენახვის მეთოდი,მსხლის ჯიშს, რომელსაც სვანები "შუშაგს" უწოდებენ ზამთრისთვის ქილებში ან ემალის ქვაბში ინახავენ, ჭურჭელში ჩააწყობენ მსხალსზედ დაასხამენ ცივ წყალს ,ისე რომ მსხალი დაიფაროს მოუკრავენ თავს  ჭურჭელს და დგამენ გრილ ადგილას. ასე შენახული მსხალი დიდხანს ძლებს.
ცარ:ცარისათვის აუცილებელია ჭვავი,ჭვავს მოხალავენ და ფქვავენ,ამ ფქვილით ჩვილებს ფაფას უმზადებენ,ითვლება რომ ჭვავის ფაფა განსაკუთრებით ნოყიერი და მარგებელია ჩვილისთვის,ასევე  ერთ კოვზ ფქვილს.ამატებენ ერთ ჭიქა მაწონში და   განსაკუთრებულ გემოს  აძლევს.ცარს ასევე შეაზილავენ დაფშვნილ ყველს და მისგან გუნდებს აკეთებენ რომელსაც ასე მიირთმევენ.
 
ყველასათვის სასურველი პროდუქტია სვანეთში ნარჩვი. ეს ზამთრისთვის შენახული ყველია.მარიამობის შემდეგ,სვანურ ოჯახში იწყება ნარჩვის კეტება. მამაკაცები ამზადებენ ხის ყუთს,რომელსაც დატანებული აქვს ნაპრალები  ყველის დასაწრეტად.დიასახლისი რამდენიმე თავ ჭყინტ ყველს დაფშვნის, დაუმატებს მარილს გემოვნებით,და ჩატკეპნის ყუთში,ზემოდან გადააფარებს თეთრ ტილოს,დაადგამს ხისაგან გაკეტებულ თავსახურს და დაადებს დიდ ქვებს სიმძიმისათვის,რატა ყველი გაიწუროს წაქისაგან. ნარჩვი არ იყოს მომწარო გემოსი კარგად უნდა გაიწუროს.ამ ტექნოლოგიით შენახული ყველი გაზაფხულამდე ინახება, ის ძალიან ცხიმიანი და გემრიელია.განსაკუთრებულია ნარჩვისგან გაკეთებული ლეცვმარი და ხაჭაპური. ნარჩვის თვის მოხდა  ტრადიციულად  სვანურ ოჯახში ბარბარობა დღეს იწყება.
ასევე ფარტოდ გამოიყენება სვანურ სამზარეულოში ფეტვი.ფეტვის ფქვილის ამატებენ ყველში და მისგან უგემრიელეს ხაჭაპურ აცხობენ.გემრიელია ფეტვის ჭიშტვარი,რომელსაც სიმინდის ჭიშტვარის მსგავსად აცხობენ.
როგორც ვხედავთ,სვანი ხალხი უძველეს დროში ამრავალფეროვნებდა და ამდიდრებდა თაის სამზარეულოს. დიასახლისი ცდილობდა ნოყიერი და ნატურალური პროდუქტებით შეექმნა ნაირნაირი კერძები და ოჯახი გამოეკვება ჯანსაღი საკვებით.
დაწნული საყოფაცხოვრებო ნივთები.

      სვანურ ყოფაცხოვრებაში, უძველესი დროიდან აქტიური  გამოყენება ქონდ დაწნულ საოფაცხოვრებო ნივთებს.  სვანეთი უძველესი დროიდან კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა, ამიტომ ის თავად აკეთებდა მისთვის საჭირო ნივთებს. განსაკუთრებული გამოყენება ხის ჭურჭელსა და  დაწნულ ნივთებს ქონდა.       დაწნულ საყოფაცხოვრებო ნივთებიდან, სვანეთში იყენებდნენ ძირითადად გოდორს- ლამარს,  გდელსა და ყველის საწურს- ზერდს. დაწნული ნივთები ,მზადდება თხილის  ტოტებისაგან, რადგანაც თხილის ტოტები დრეკადია და ადვილად დასამორჩილებელი. საშუალო სისქის ტოტებს თხლად დათლიან და იყენებენ დასაწნავად.ლამარ_დიდი ზომის გოდორია,ის დიდი ზომისაა და ჩვენში თივის საზიდად იყენებენ,ძირითადად სათივედან საქონლის ბაგამდე.         გოდრის დაწვნამდე,კეთდება რგოლი რომლის, დიამეტრი იმაზეა დამოკიდებული თუ რამხელა უნდა პატრონს იყოს თავისი გოდორი,ამ რგოლზე სიგრძეზე ჩააყოლებენ მსხვილ თხილის წკნელებს,შემდეგ შემოაწნავენ წინასწარ მომზადებულ დალილ თხილის ტოტებს,ხოლო ძირში კი ერტმანეთზე გაადააწნავენ ვერტიკალურად ჩააყოლებენ ტოტებს,ისე რომ გოდორს ბრტყელი ძირი გამოუვიდეს,რათა მისი დადგმა შესაძლებელი იყოს.გდელი-პატარა ზომის გოდორია,რომელსაც შიგნიდან გამოკერებეული აქვს სელის ნაჭერი,ძირითადად ერთი ფუთის ტევადობისაა, მას  მარცვლეულის გადასაზიდად ხმარობენ.მისი დაწვნა იმავე ტექნოლოგიით ხდება,როგორც „ლამარის“.განსხვავება ისაა,რომ „გდელი“ მომცრო ზომისაა.    ზერდი-დაწნული პატარა გოდორია, რომელსაც ბოლოსკენ წაწვეტებული ფორმა დაიწუროს წრაქისაგან.ზერდი ჩვეულებრივ იწვნება,გოაქვს,რომელიც ბოლოში იკვრება,მასში ათავსებენ ახლად ამოყვანილ ყველს,რათა კარგად დრის მსგავსად მისი ზომა დამოკიდებულია იმაზე თუ რამხელა წველა აქვს ოჯახს.დიდი ზომის ზერდში დაახლოებით 10-კგ ყველის თავი ეტევა,ხოლო მომცრო ზომის ზერდში 3-4-კგ.ზერდს ხისავე თავსახური აქვს და გარდიგარდმო ჩამოსაკიდი ზონარი.ასეთ ზერდში მოთავსებული ყველი,განსაკუთრებიტ გემრიელია,ის ადრე მწიფდება და სრულად იწრიტება შრატისაგან.     დაწნის ტექნოლოგიას ფართო გამოყენება აქვს ბაღ-ბოსტნების შემოღობვისას.შემოსაღობად იყენებენ თხილის საშვალო სისქის,ახლად მოჭრილ ტოტებს,მათ არ ჭირდებათ შუაზე გაჭრა ან დათლა,ტოტებს,მრგვლადვე აწნიან,წინასწარ ჩასობილ საყრდენ მარგილებზე,ერთი მეტრის სიმაღლეზე.       სამწუხაროდ თანამედროვე ცხოვრება,ფართოდ უღებს კარს თანამედროვე საყოფაცხოვრებო ნივთებს, რის გამოც დაწნული ნივთები ნელ-ნელა ქრება სვანი კაცის ოჯახებიდან.ერთ-ერთი ნივთი რომელიც ცოტა ხანს კიდევ იარსებებს ლამარია,ზერდი ადვილად უთმობს გზას „დრუშლატს“ ხოლო გდელი კი“სათლს“.

Комментариев нет:

Отправить комментарий