სვანური სამზარეულო


მრავალფეროვანი  და ნოყიერია სვანური სამზარეულოსვანური    სამზარეულოს  ინგრედიენტები  ძირითადად იმ პროდუქტებისგან შედგებოდარაც ადგილზე  მოიპოვებოდასვანური სმზარეულო  ნატურალური პროდუქტებისაგან შედგებაძირითადად  რძის პროდუქტებიხორცი და მარცვლეული დომინირებს.
    
სვანური კერძებიაკუბდარიჭიშტვარი,  ლეცვმარილუკნექნაშიღერღილინემბრილუგიმბაშნარჩვიფაჩხცარ.ფეტვრას.
  
პირველ ადგილზე სვანურ სამზარეულოში დგას კუბდარიკუბდარის მოსამზადებლად იყენებენსაქონლის   ღორის ხორცსქონი და და მჭლე ხორცი ნდა იყოს თანაბარი რაოდენობაშემდეგ წვრილად დაკეპავენუმატებენ ნიორსხახვსხმელ სანელებლებსწიწაკას და ძირასმარილი გემოვნებითამ მასას კარგად ურევენ ერთმანეთშიშემდეგ გააკეთებენ გუნდებსრომელსაც ჩადებენ ცომის გუნდაშიგააბრტყელებენ და სვანურ ფეჩზედადებენ გაბრტყელებულ კუდარსშემდეგ გადააბრუნებენ მეორე მხარესორივე მხრაეს შეფიცხების შემდეგ შედებენ ღუმელში გამოსაცხობად.
     
კუბდარს ცხელს მიირთმევენმას ძველად არ ჭრიდნენ თავს ახდიდნენ და ისე მიირთმევდნენ.
  
ასევე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ჭიშტვარსჭიშტვარი მზადდება ყველისა და სიმინდის ფქვილისაგანწვრილად დაფქვილ სიმინდის ფქვილს მოზელენჩააფხვნიან მწიფე ყველსდაუმატებენ მარილს გემოვნებითგააკეთებენ გუნდებად და აცხობენ ცხიმშიან კაკლის ფოთლებში ახვევდნენ და ისე აცხობდნენგამომცხვარს აცლიდნენ ფოთლს და ისე მიირთმევდნენ.კაკლის ფოთოლი თავისებურ სპეციფიკურ გემოს აძლევს.
     
ლეცვმარიმზადდება ყველისაგანყველს ფშვნიანაყრიან მარილს გემოვნებითშემდეგ ათავსებენ წინასწარ გაცხელებულ ტაფაზე და განიწყვეტლივ ურევენყველის მასა დნება და მას აყრიან პურის ფქვილსრაცასქელებს დამდნარ ყველსშემდეგ ცოტა ხანს დუღს და როცა ზევიდან ერბოს მოიდგამს გადმოიღებენ და ცხლად მიირთმევენრაც უფრო იწელება ლეცვმარი,მით უკეთესია.ლეცვმარი სვანურ ოჯახში სიმდიდრისა  და ოჯახის შეძლებაზე მეტყველებდა.
 
  ლუკნეხაჭაპურია,მხოლოდ დაფშვნილ ყველს შეაზავებენ წინასწარ მოზელილ სიმინდის  ფქვილში და აკეთებენ მიღებული მასისაგან გუნდებს,რომელსაც შემდეგ ცომში დებენ და ხაჭაპურის მსგავსად აცხობენ.
   
ქნაში ძალიან ორიგინალური კერძია,საინტერესოა მისი მომზადების პროცესი.გოგრის თესლს გაფცქვნიან და წვრილად დაფქვავენ,შემდეგ ქვაბში მოათავსებენ და დაასხამენ წყალს ნელ-ნელა უნდა იდუღოს,დუღილის პროცესში თავზე მოიდგამს ქაფს,რომელსაც ქაფქირით მოხდიან და შეაზავებენ სანელებლებით,შემდეგ გააკეთებენ გუნდებს და სუფრასტან ისე მიაქვთ.ასე ამზადებდნენ ძველად ამ კერძს კანაფისაგან,რომლის გარეშე გასვენების სუფრა წარმოუდგენელი იყო.ღერღილი სამარხვო კერძიაგასვენების სუფრაზე ის აუცილებელი კერძია დღესაც მოხარშულ კარტოფილსა და ლობიოს გაატარებენშეაზავებენ ხმელი სანელებლებით ქინძი უცხო სურნელიუმატებენ წვრილად დაჭრილ ხახვსნიორსწიწაკას და მოასხამენ ლობიოს ნახარსსრათა ძალიან სქელი მასა არ იყოსსემდეგ ზევიდა მოასხამენ წყალში გახსნილ,  სანელებლებით შეზავებულ გატარებულ ნიგოზსრომელსაც " მუჯორსუწოდებენ.
   
 ნებრი მზადდება მარცვლეულისაგანმოხარშავდნენ ხორბალს და გააშრობდნენქერს მოხარშავდნენ და გააშრობდნენ ასევე სიმინდსშემდეგ დაფქვავდნენ და ინახავდნენ ფქვილსშემდეგ მოზილავდნენ შეურევდნენ ყველს და აკეთებდნენ გუნდებსმას გამოცხობა არ სწირდებოდა.
   
ფაჩხი მზადდება მსხლისგანმსხლის ჯიშირომელსაც უწოდებენ ტვიბრასაშრობენ ღუმელში,გამომშრალ ხილს ფქვავენ და ფქვილად ინახავენ,შემდეგ წყლით ზელავენ და აკეტებენ პატარ-პატარა გუნდებად,რომელიც ძალიან ტკბილი და გემრიელია,მას დესერტად მიირთმევდნენ.ასევე საინტერესოა მსხლის შენახვის მეთოდი,მსხლის ჯიშსრომელსაც სვანები "შუშაგსუწოდებენ ზამთრისთვის ქილებში ან ემალის ქვაბში ინახავენჭურჭელში ჩააწყობენ მსხალსზედ დაასხამენ ცივ წყალს ,ისე რომ მსხალი დაიფაროს მოუკრავენ თავს  ჭურჭელს და დგამენ გრილ ადგილასასე შენახული მსხალი დიდხანს ძლებს.ცარ:ცარისათვის აუცილებელია ჭვავი,ჭვავს მოხალავენ და ფქვავენ,ამ ფქვილით ჩვილებს ფაფას უმზადებენ,ითვლება რომ ჭვავის ფაფა განსაკუთრებით ნოყიერი და მარგებელია ჩვილისთვის,ასევე  ერთ კოვზ ფქვილს.ამატებენ ერთ ჭიქა მაწონში და   განსაკუთრებულ გემოს  აძლევს.ცარს ასევე შეაზილავენ დაფშვნილ ყველს და მისგან გუნდებს აკეთებენ რომელსაც ასე მიირთმევენ.
 
ყველასათვის სასურველი პროდუქტია სვანეთში ნარჩვიეს ზამთრისთვის შენახული ყველია.მარიამობის შემდეგ,სვანურ ოჯახში იწყება ნარჩვის კეტებამამაკაცები ამზადებენ ხის ყუთს,რომელსაც დატანებული აქვს ნაპრალები  ყველის დასაწრეტად.დიასახლისი რამდენიმე თავ ჭყინტ ყველს დაფშვნისდაუმატებს მარილს გემოვნებით,და ჩატკეპნის ყუთში,ზემოდან გადააფარებს თეთრ ტილოს,დაადგამს ხისაგან გაკეტებულ თავსახურს და დაადებს დიდ ქვებს სიმძიმისათვის,რატა ყველი გაიწუროს წაქისაგანნარჩვი არ იყოს მომწარო გემოსი კარგად უნდა გაიწუროს.ამ ტექნოლოგიით შენახული ყველი გაზაფხულამდე ინახებაის ძალიან ცხიმიანი და გემრიელია.განსაკუთრებულია ნარჩვისგან გაკეთებული ლეცვმარი და ხაჭაპურინარჩვის თვის მოხდა  ტრადიციულად  სვანურ ოჯახში ბარბარობა დღეს იწყება.ასევე ფარტოდ გამოიყენება სვანურ სამზარეულოში ფეტვი.ფეტვის ფქვილის ამატებენ ყველში და მისგან უგემრიელეს ხაჭაპურ აცხობენ.გემრიელია ფეტვის ჭიშტვარი,რომელსაც სიმინდის ჭიშტვარის მსგავსად აცხობენ.როგორც ვხედავთ,სვანი ხალხი უძველეს დროში ამრავალფეროვნებდა და ამდიდრებდა თაის სამზარეულოსდიასახლისი ცდილობდა ნოყიერი და ნატურალური პროდუქტებით შეექმნა ნაირნაირი კერძები და ოჯახი გამოეკვება ჯანსაღი საკვებით.


რეცეპტები მოიძია და ჩაიწერა:ეკა წულუკიძემ

Комментариев нет:

Отправить комментарий