დღესასწაულები

                                                            


                                                              ლამპრობა

სვანეთი ერთ-ერთი უძველესი კულტურისა და ტრადიციის მქონე კუთხეა.სვანი კაცის ცხოვრებაში დიდი ადგილი უჭირავს ლოცვას.მის მფარველად ის თვლის წმ.გიორგის ანუ „ჯგურაგს“.ამით აიხსნება ალბათ ის ფაქტი,რომ ყველა დღესასწაულისას ლოცვა მიმართულია ჯგურაგისადმი,სვანური სუფრაც სწორედ „ჯგურაგის“ საგალობელით იხსნება და მესამე ჭიქით წმ.გიორგის მფარველობასა და ქუდის დამხურავთა ანუ მამაკაცთა სიმრავლეს შესთხოვენ.
     უჩვეულო და ორიგინალური დღესასწაულია ლამპრობა,რომელიც წმ.გიორგისადმია მიძღვნილი.
   ზუსტად არავინ იცის,საიდან იღებს სათავეს, ეს ერთი შეხედვით წარმართული,ცეცხლთაყვანისმცემლობის დროინდელი ელემენტი-ცეცხლი,მაგრამ სვანი კაცი მას არ აიგივებს წარმართობასთან,მას ეს წმ.გიორგისადმი მიძღვნილ კელაპტრად თვლის,როგორც სანთელს უფლისადმი ანთებულს.
   ლამპრობის დღესასწაულს განსაკუთრებულად  აღნიშნავენ ფარის თემში.ჩვენში ამ დღეს დიდი ლოცვა და მხიარულებაა,ამ დღეს შორსმყოფი ოჯახის ყველა წევრი ერთად იკრიბება და აღნიშნავს ამ დიდ დღეს.
    ლამპრობის დღესასწაული მოძრავია ,მას აღდგომის დღესასწაულიდან უკან რვა კვირას ითვლიან და ასე ადგენენ თარიღს,ის თებერვლის პირველ რიცხვებს ემთხვევა.
  დღესასწაულამდე სამი თვით ადრე სვანი მამაკაცი მიდის ტყეში და ჭრის საშუალო სისქის არყის ან თხილის გრძელ ტოტებს.სახლში მოტანილ ტოტებს,აწყობს გამოსაშრობად.ლამპრობამდე ერთი კვირით ხდება გამომშრალი ტოტების დამუშავება.დაანთებენ კოცონს,ზედ რამოდენიმე წუთს ატრიალებენ სალამპრე ტოტს,რათა დარბილდეს შემდეგ მძიმე უროთი დაჩეჩქვავენ,ნაპრალებში ჩააწყობენ კვარს  და  გასაშრობად მზეზე დააწყობენ.ოჯახში იმდენი ლამპარი მზადდება,რამდენიც მამაკაცია.დამატებით სამი წმ.გიორგის ლამპარი,რომელთაგანაც ერთს წინა საამოს დაანთებენ და უძვნიან წმ.გიორგის,მეორეს ლამპრობის დღეს გამთენიისას,ხოლო მესამე ლამპრობის საღამოს.
     ლამპრობის წინა ღამეს ოჯახში შემოაქვთ ლამპრები და ღუმელთან აწყობენ რათა კარგად გამოშრეს,გამთენიისას ოჯახის უფროსი დაანთებს ღუმელში ცეცხლს,გააღვიძებს ოჯახის დანარჩენ მამაკაცებს,მოუკიდებენ ცეცხლს თავიანთ ლამპრებს,სახლში მარჯვნივ შემოტრიალდებიან,წარმოთქვამენ ლოცვას და მწყობრად გაემართებიან სოფლის შუაგულისაკენ სადაც გამზადებულია თოვლის კოშკი,რაზეც ხდება ლამპრების დამაგრება.საუცხოო სანახავია სიბნელეში ცეცხლის მწკრივი,რომელიც თითქმის ერთდროულად გამოდის ყველა ოჯახიდან და ერთდება ერთ ადგილას,სადაც ცეცხლის ალი ცას წვდება.ქალებს იქ მისვლა ეკრძალებათ,ისინარ მონაწილეობენ ამ დღესასწაულში,ისინი მხოლოდ სახლში სეფისკვერებს აცხობენ და ატნევენ მამაკაცებს სალოცავად.
     შეკრებისთანავე მამაკაცები,შეასრულებენ წმ.გიორგის საგალობელს და სამი მამაკაცი გამოეყოფა დანარჩენებს და ატარებენ ლოცვის რიტუალს.ყველა მამაკაცს ოჯახიდან გამოაქვს სეფის კვერები და ზედაშე,ისინი აწვდიან მლოცველებს ამ სეფისკვერებს და სთხოვენ წმ.გიორგის შეავედრონ მისი ოჯახის წევრების სიმრავლე და მშვიდობა.ოჯახიდან იმდენი სამი სეფისკვერი გამოაქვთ რამდენი ოჯახის წევრიცაა.ოჯახის უფროსი მლოცველებს აწვდის სამ სეფისკვერს და სანთელს ეუბნება მის სახელს ვისთვისაც უნდა ილოცონ,მლოცველი გამოართმევს სეფისკვერებს,დაიჭერს  მაღლა წმ.გიორგის ეკლესიის მიმართულებით,რომელიც ზემოდან დაჰყურებს სოფელს,შესთხოვს წმ.გიორგის შენ დაიფარე და ამრავლე ამისა დაამის ოჯახში ქუდის დამხურავი  და ა.შ.ეს რიტუალი შუადღემდე გასტანს,ამის შემდეგ იქ მყოფი მამაკაცები მიდიან ერთ ოჯახში,სადაც მათ გაშლილი სუფრა ხვდებათ და იქ განაგრძობენ ამ დღესასწაულის აღნიშვნას.ყოველ წელს სხვადასხვა ოჯახი იღებს თავისთავზე ვალდებულებას დახვდეს ლამპრობის მონაწილეებს და თავის ოჯახში აღინიშნოს ეს დიდი დღესასწაული,ამ წესს „სკარს“ უწოდებენ.თემი რომელიც ოჯახში იკრიბება დალოცავს მასპინძელს და წმ.გიორგის ამ ოჯახის სიმრავლესა და კარგად ყოფნას შესთხოვს.
   დაღამებისას თითოეული ოჯახი აანთებს წმ.გიორგის მესამე ლამპარს.
   ამრიგად,ლამპრობა განსაკუთრებული დღეა სვანი  მამაკაცის ცხოვრებაში,მას ღრმად სწამს,რომ წმ გიორგი შეისმენს მათ ლოცვას და ქუდის დამხურავთა სიმრავლე ყოველთვის იქნება მათ ოჯახებში.





                                                                                    ქრისტელიდბაშელ 
ქრისტე ლიდბაშელი საერთო სახალხო დღესასწაულია,რომელიც მხოლოდ ფარის თემში იმართება.ეს დღესასწაული უძველესი დროიდან არსებობს ჩვენში.არავის ახსოვს როდის დაედო სათავე ამ დღეს,ის თაობიდან თაობას გადაეცემოდა და დღემდე აგრძელებს არსებობას.     დღესასწაული მოძრავია,ის აღდგომის მომდევნო შაბათს აღინიშნება.როგორც ჩანს,ეს რელიგიური დღესასწაული საგაზაფხულო სამუშაოების დაწყებას უკავშირდება,ამ დღეს დიდი ლოცვა ტარდება,ქრისტეს ევედრებიან მოსავლის სიუხვეს,ბარაქასა და და მშვიდობას.იკვლება საკლავი,რომლის გულ-ღვიძლს შესწირავენ უფალს.    სახელწოდება ქრისტე ლიდბაშელი განიმარტება ,როგორც ქრისტეს ხელგაშლილობა.   რა თქმა უნდა ამ დღესასწაულმა დროთა განმავლობაში სახე იცვალა,მაგრამ საერთო სახე მაინც შენარჩუნებული აქვს.ძველად ამ დღეს ბალს ქვემო სვანეთის სოფლებიდან ხალხი იკრიბებოდა ფარის ანუ მაჟიბჩუს თემში(ჩვენი თემის ისტორიული სახელია მაჟიბჩუ),და ჩვენს თემშის  არსებულ ყველა ეკლესია მოილოცავდნენ.დაკლავდნენ საკლავს გულ-ღვიძლს შესწირავდნენ,ხოლო ხორცს ხარშავდნენ და სტუმრებს უმასპინძლდებოდნენ საღამო ჟამს,როცა დღესასწაული დასასრულს მიუახლოვდებოდა.ლოცვის დამთავრების თანავე ხალხი სოფლის შუაგულში იკრიბებოდა და იმართებოდა სპორტული შეჯიბრებები:დოღი,ჭიდაობა,მძლეოსნობა,ხტომა,ქვის თყორცნა.ფარის თემის ვაჟკაცები ცდილობდნენ პირველობა არავისთვის არ დაეთმოთ და ღირსეულად დაეცვათ თემის სახელი.   დღეს, ამ დღესასწაულზე ძველებურად იკრიბება ფარის თემში ბალს ქვემოთ სვანეთის მოსახლეობა.იკვლება საკლავი,ყველა ოჯახს გამოაქვს სეფისკვერები და ზედაშე,თრდება ლოცვის რიტუალი სოფლის მაცხოვრის ეკლესიაში,ამის შემდგომ სკოლის მოედანზე გადაინაცვლებს ხალხი და იწყება სპორტული შეჯიბრებები.   შეჯიბრი იხსნება დოღით,სხვადასხვა სოფლის მხედრები აჯიბრებენ თვიანთ ცხენებს გამძლეობასა და სისწრაფეში.დოღს მოყვება ჭიდაობა.ასპარეზობის ყველაზე დაძაბული მომენტი ჭიდაობაა.ჭიდაობა იმართება სხვადასხვა ასაკისა და წონით კატეგორიაში.თამაშდება თასი,მოჭიდავეები ამ თასისთვისა და სახელისათვის იბრძვიან.ჭიდაობას მოყვება მძლეოსნობა,ხტომა ადგილიდან თუ სამმაგი,ბადროსა და ბირთვის ტორცნა,ხოლო ბოლოს დაგვირგვინება ხდება ფრენბურთის თამაშით,რომელშიაც ასევე თამაშდება გარდამავალი თასი. ფარის თემის დიდ სირცხვილად ითვლება თუკი სპორტული შეჯიბრების უმეტეს სახეობაში წააგებენ ახალგაზრდობა,ამიტომ ისინი თავს არ ზოგავენ დიდი გამარჯვების მოსაპოვებლად. ამ დღეს დიდი ისტორიულ მნიშვნელობა აქვს ჩვენი სოფლისთვის.სწორედ ეს დღესასწაული მეტყველებს ჩვენი თემის უძველესი დროიდან ისტორიულ-კულტურულ დაწინაურებაზე,სწორედ ამ დღესასწაულზე ხდებოდაჩვენი თემის უპირატესობის,ვაჟკაცობისა და ძალის დემონსტრირება.  დღესაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ფარელი ამ ტრადიციას და  ჩვენი თემის ახალგაზრდობა ცდილობს ღირსეულად იარონ წინაპართა ნაკვალევზე.

Комментариев нет:

Отправить комментарий