ლეგენდა ტყის ქალზე
სოფ.ფარის ერთ-ერთ უბანში,რომელსაც ქვია ზაგარი შემორჩენილია ლეგენდა ვინმე ბუბაზე,რომელმსაც თურმე
„ქამ მერდე“ ანუ ტყის ქალი დაუჭერია.
ერთ საღამოს ბუბა, ტყიდან ბრუნდებოდა,ჩელარში( ტოპონიმია
) თურმე ტყის ქალი დაუჭერია,სახლში წაუყვანია და ფრჩხილები
დაუძვრია,ხოლო ფრჩხილები კერიასთან
შეუნახია. ეს ქალი ძლიან გამრჯე და ძლიერი
ყოფილა,საოჯახო საქმეებშიძლიან ეხმარებოდა,ბუბას ურიცხვი საქონელი ყოლია და შსაბამისად
წველაც ბევრი ჰქონია,ხოლო ყველის ამოყვანა
ტყის ქალის მეტი ვერავის შეძლებია დიდი ნაწველის გამო.
ერთ დღესაც ბუბა ტყეში წასულა,უცებ ტყიდან ხმა შემოესმა,ტყის ქალი მას ეძახდა, თურმე ტყის
ქალს მისთვის უთქვამს:“ ჩემი და შენ გყავსო და ჩემგან ორენქილასგან ,დორენქილას ეს დანაბარები გადაეციო: „ხუნიაშ ფირილდ ზაზუნტილა“ანუ
ხუნი(მდინარეა ჩვენთან) ხუნის ძროხა ბღავისო,და თუ ვერ გაიგოს ეს ნათქვამი მაშინ ესეც
დაამატეო:“ წკერენილა ი ბეჭკვენილა“ .
როცა ბუბა სახლში მივიდა,ივახშმა და ქალს მისი დის დანაბარები
გადასცა,ქალს გაეცინა და უთხრა ,ეხლა ჩემი წასვლა გვიანიაო.
მეორე დღეს
ბუბა თავისი ოჯახით სამუშაოდ წავიდა მინდვრად ,სახლში ქალი და ორი მცირეწლოვანი
ბავშვი დაუტოვებიათ. ქალმაც დრო იხელთა,ბავშვებს უთხრა:“თუ თქვენ ჩემს ფრჩხილებს მომინახავთ
,ბევრ ყველს გაჭმევთო“,ბავშვებიც ყველს დახარბებიან და დაუწყიათ ფრჩხილების ძებნა.
უფროს დას ძმისთვის დაუშლია,ასე არ მოვიქცეთო,მაგრამ
ბიჭს ყურიც არ უთხოვია და ფრჩხილები უპოვნია. გახარებულ ტყის ქალს,ფრჩხილები გაუკეთებია,
ძლა შეჰმატებია,ყველი ამოუყვანია,ხოლო ბავშვები ცხელ წრაქში ჩაუყრია,თვითონ კი გაქცეულა,გზად ფეტვის
ყანებს გამოსდებია,იხლართებოდა და ეცემოდა,ამიტომაც დაუწყევლია,რომ ამ ადგილას ფეტვი
არასოდეს ამოსულიყო. ამის შემდეგ ამ ადგილებში ფეტვის მოსავალი არასოდეს მოსვლიათ.
ლეგენდა ნარსავიძეების კოშკზე
ფარის თემის შუაგულში მდგარა ყველაზე მაღალი კოშკი,რომელიც
ნარსავიძეების გვარის საკუთრება ყოფილა. ეს კოშკი თურმე ერთი თავით მაღალი ყოფილა თავად
დადეშქელიანების კოშკზე,გადმოცემის თანახმად ერთ-ერთ სტუმარს ამ კოშკის დანახვისას
უკითხავს დადეშქელიანებისთვის,ამ კოშკის პატრონებიც თავადები არიანო? სტუმარს კოშკის
სიმაღლით განუსაზღვრავს ამ ოჯახის უპირატესობა,ამიტომაც თავადებს უთხოვიათ ნარსავიძებისთვის
რამდენიმე სართული მოენგრიათ ამ კოშკისათვის,რომ მათ კოშკზე მაღალი არ ყოფილიყო.
ნარსავიძეების კოშკის ძირი.
ეს კოშკი საინტერესოა არა მარტო ამ ისტორიით არამედ
მას ერთი ლეგენდაც უკავშირდება.
ლეგენდა მოგვითხრობს,რომ ამ კოშკზე ცხოვრობდა ქამ მერდე
ანუ ალი,რომელიც ამ ოჯახის კეთილისმყოფელი იყო,თურმე ყოველ ღამე სოფლის ქვედა მხრიდან ჯერ ნათელი,კაშკაშა სხივი
ამოდიოდა,შემდეგ კი ლამაზი ქალი,რომელიც ამ
კოშკზე ადიოდა,ხოლო ამ ოჯახის ქალები შემოდგამდნენ კალათით მატყლს და დილას დართული
ხვდებოდათ,ხოლო მთელი ღამე თითისტარის კაკუნი ესმოდათ.ამ ქალის გამოჩენის შემდეგ ამ ოჯახში ხვავი და ბარაქა ტრიალებდა,მაგრამ სოფელში ყველას
დიდი ინტერესი ქონდა ,ყველას უნდოდა გაერკვია რა ძალა იყო ეს,ამიტომაც ნარსავიძეების
გვარის,მეორე შტოს წარმომადგენელი დაუდარაჯდა ღამით,შუა ღამე კაშკაშა შუქი ამოსულა,შემდეგ ქალი,ამ კაცს თოფი მოუმარჯვია,უსვრია
და საზარელი კივილის ხმა გაისმა და შუქიც გაქრა.ამის შემდეგ ამ კოშკში ქალი არ გამოჩენილა,ამ
ოჯახის საქმეც უკან -უკან წასულა, რამდენიმე წლის განმავლობაში არც ადამიანის სულის მატება ყოფილა,არც საქონლის. ჩაფიქრებულან ამ ოჯახის მამაკცები,როგორ
უნდა ეშველათ ოჯახისათვის,ვიღაცას ურჩევია რომ ყაბრდოში არის მკითხავი რომელიც დაეხმარებოდა
მათ. გაუყიდიათ საქონელი,ახლობლები და ნათესავების შესწევიან და გაემგზავრნენ მამკაცები
ყაბარდოში მკითხავთან. მკითხავმა უთხრა რომ მათ ოჯახზე დიდი წყევლაა,სანამ ეს წყევლა
არ მოიხსნება ოჯახი წინ ვერ წავაო.აუცილებელია ოჯახმა ლოცვა ჩაატაროს და წყევლა მოიხსნებაო.შინ
დაბრუნებულებმა დიდი ხარი შესწირეს ჯგურაგს ,წმ.გიორგის,მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო
ამ ოჯახში მატება.
ლეგენდა ალმაცქირ რეზესიძეზე
ფარის თემში ცხოვრობდა მონადირე ალმაცქირ რეზესიძე,მისი
სახელი შემოინახა თქმულებამ,სადაც აღწერილია ამ გმირის ცხოვრების ერთი ეპიზოდი,რომელიც
ნადირობის ქალღმერთს -დალს უკავშირდება.
გადმოცემის თანახმად,ალმაცქირს დაპატრონებია დალი,მას
ალმაცქირისათვის უჩუქებია პატარა კოლოფი,თან გაუფრთხილებია,შეინახე არავის არ ანახო
და მის შესახებ არც არავის მოუყვეო.ამის შემდეგ ალმაცქირი ნადირობიდან ხელცარიელი არასოდეს
ბრუნდებოდა,როცა არ უნდა წასულიყო ნანადირევით ხელდამშვენებული ბრუნდებოდა.
ალამაცქირმა ეს ყუთი სახლში საიმედოდ გადამალა,სახლის
დირეს შეუდგა ბოძი და ამ ბოძის ქვეშ დაუმალავს ეს ყუთი,თან გაუფრთხილებია ოჯახის წევრები
რომ ეს ბოძი არავინ გამოუღოს. ერთხელაც მეუღლე დაინტერესებულა,ეს ბოძი ტყუილად უდგას
ამ დირეს არაფერს არ ამაგრებს და რა საჭირო იყო მისი დადგმა,ამიტომ როცა ალმაცქირი
სანადიროდ წასულა გადაუწევია,ქვეშ პატარა კოლოფი უნახავს,გაუხსნია აქედან ფარჩა გაშლილა
რაც ვერ ჩაუბრუნები,ეს დალს გაუგია და ალმაცქირი კლდიდან გადაუგდია ურჩობის გამო.
სოფელში მალევე გავარდნილა ალმაცქირის დაკარგვის ამბავი,
შეკრებილან თემის ვაჟკაცები,გაეშურნენ საძებრად,გზად დაუღამდათ,კოცონი დაუნთიათ და
უცებ ხმა შემოესმათ, ერთი “ლაკაცურიდან“-სანადირო ბილიკიდან მეორემდე დალმა გადასძახა:“
„ორენქილააა,-რაო დორენქილა?-რაო და ვმარხულობო ალმაცქირის
სიკვდილის გამო და მარილი მასესხეო“.ამის გამგონეთ შიშით თმები ყალყზე დასდგომიათ და
ლოცვა დაუწყიათ. მეორე დღეს უპოვით ალმაცქირი და ჩამოუსვენებიათ სოფელში.
სახლში მიასვენეს თუ არა მიცვალებული,სახლის ბანიდან
ხმა შემოესმათ,“მკვდარი აქ დატოვეთ,მე უნდა გავაპატოისნი,მხოლოდ იცოდეთ არავინ შემოხვიდეთო“.
ასეც მოქცეულან,მაგრამ ბოლო წუთს ალმაცქირის მეუღლეს
ვერ მოუთმენია და ოთახში შეუჭყეტია,დალი იმ წუთშივე გამქრალა,მკვდარი გაპატიოსნებული,ჩაცმული
დახვედრიათ,მხოლოდ ერთი ფეხსაცმელი დარჩენოდა ჩაუცმელი დალს ალმაცქირისთვის და ის ფეხსაცმელი
ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ ჩაუცვამთ მიცვალებულისთვის.
ლეგენდა ცალანების გვარის ოჯახზე-ნექეშერ.
ფარის თემში,სოფლის შუაგულში დარჩენილა ერთადერთი უძველესი
კოშკის ძირი,რომელიც ცალანების გვარის ერთ-ერთი შტოს-ნექეშერების საკუთრება ყოფილა.
ეს ოჯახი ძლიერ და
ძალზედ შეძლებული ყოფილა, მათ საკუთრებაში ყოფილა უზარმაზარი ტყე თუ მიწის ნაკვეთები,.ისინი სოფელში
დიდი პატივითა და კარგი რეპუტაციით სარგებლობდნენ,ხელს უმართავდნენ თემის მცხოვრებთ
ჭირსა თუ ლხინში.
ცხვარ-ძროხაც ბევრი ყოლიათ,ერთხელაც შინ დაბრუნებულ
ფარას განსხვავებული ვერძი მოჰყოლია,რომელსაც
ჩვენში“ვესკაცსს“ უწოდებენ,ეს ვერძი ყოველ დილას ფარას მიუძღოდა საძოვრებზე,ხოლო
საღამოს უკან მორეკავდა,ფარის წინამძღოლად ითვლებოდა,მაგრამ ერთხელაც ამ ოჯახის მამაკაცებს
მისი დაკვლა განუზრახავთ,ყელზე დანა მიაბჯინეს თუ არა ცხვარმა ენა ამოიდგა და უთქვამს:“ნექე
ნექე ნაქადულა,ისგუ გაჩ ი ნაბადულა“
ანუ „დანა ნაბადად იქცეს ,ჩემი ყელი რკინადაო“მერე გაქცეულა
ტყისთვის შეუფარებია თავი,ამის შემდეგ ეს ოჯახი დაწყევლილა ამ ვერძის მიერ და ვერ გამრავლებულან
და ამომწყდარან,მხოლოდ ერთ-ერთს შესძენია ორი ქალიშვილი,გვარის გამგრძელებელი კი არა.
სწორედ ამ ოჯახის სახელს ატარებს ჩვენს თემში სამკურნალო
მცენარე-„ნექეშე მელ“
ჭრილობის სამკურნალოდ დღემდე გამოიყენება მთის,წვრილი
გვიმრის მსგავსი
მცენარე,რომელსაც
ჩვენში „ნექეშე
მელს“ უწოდებენ.მელ სვანურად ბალახს.როგორც ჩანს,ამ ბალახის სამკურნალო თვისებების აღმოჩენა
ამ გვარის
წარმომადგენელს ეკუთვნის.გადმოცემის თანახმად,ამ გვარის მამაკაცს,მთაში ნადირობისას დიდი გველი
დაუჭრია,გველი
გაქცევია,მონადირე
მის კვალს
გაჰყოლია და
უნახავს რომ
გველი ამ
მცენარესთან მისულა
და ამ
ბალახს იფენდა
ჭრილობაში.
რამდენად სარწმუნოა
ლეგენდა,ძნელი
სათქმელია,მაგრამ
მცენარე მართლაც
ჭრილობის შესახორცებლად უებარი საშუალებაა.ეს მცენარე
იცავს ჭრილობას
ინფექციის შეჭრისაგან და დაჩირქებისაგან,ხოლო ჭრილობა
ძალზე სწრაფად
ხორცდება.ეს
მცენარე გამოიყენება ,როგორც სიმსივნის
სამკურნალოდ,ითვლება
რომ ეს
წამალი უხანგრძლივებს სიმსივნით დაავადებულს სიცოცხლეს,მას
თაფლში აზავებენ
და ისე
ასმევენ ავადმყოფს.
ბალახი მხოლოდ
მთაში ხარობს,მას გვიმრის ფორმა
აქვს,მხოლოდ
წვრილი და
დაბალია.მას
აშრობენ ჩრდილში
და გამხმარ
მცენარეს დაფშვნიან
და ფხვნილად
ინახავენ.
ნექეშე კოშკის ძირი.
ლეგენდა კვიმფხანების ოჯახზე.
ფარის
თემის შემადგენლობაში შედის სოფელიზემო ლუჰა რაც ქართულად „მწიფსს- მწიფეს“ ნიშნავს. სოფლის შესასვლელში არის საინტერესო ადგილი „ლამურყვამ“ ანუ ნაკოშკარი.
ამ ადგილზე ხალხურმა ზეპირგადმოცემამ შემოგვინახა ლეგენდა კვიმფხანების გვარის შესახებ.
კვიმფხანების ოჯახი მრავალსულიანი და ძლიერი ოჯახი
ყოფილა. ის 38 მამაკაცისაგან შედგებოდა, ამ ოჯახის უფროსი ყოფილა, ვინმე ქვებექი, მისი სახელი შემოინახა უზარმაზარმა
ლოდმა,როემლსაც სოფელი „ქვებექის ბაჩს“ანუ ქვებექის ქვას უწოდებს,სწორედ ეს ქვა ყოფილა
ქვებექისთვის ერთგვარი სანგარი,თავდასაცავი ადგილი ყაჩაღობისას,ის ამ ქვას ამოფარებული
აყაჩაღებდა გამლელ-გამომვლელს.
ამ ოჯახმა სახელი გაითქვა ავაზაკობითა და ბოროტმოქმედებით.
ისინი ხალხს გზებზე ხვდებოდნენ ძარცვავდნენ, იტაცებდნენ და ტყვეებს აიძულებდნენ გაეთხარათ საიდუმლო გვირაბი ციხესიმაგრიდან
მდინარემდე.
მათ ძალიან ბევრი მტერი ჰყავდათ, სწორედ ამიტომ
მათ სჭირდებოდათ საიდუმლო დაცული ციხესიმაგრე, სწორედ ამ გვირაბით ისინი მოიმარაგებდნენ
წყალს, როდესაც მათ მტერი თავს დაესხმებოდა ისინი ამ ციხესიმაგრეში იკეტებოდნენ და
თავს ადვილად იცავდნენ.
ამ გვირაბის გასათხრელად ისინი მუშახელს იტაცებდნენ
და მთელი კვირის განმავლობაში უსმელ- უჭმელი ამუშავებდნენ . რა თქმა უნდა ამ გვირაბის
გათხრას ბევრი ადამიანი შეეწირა.
გამწარებულმა ხალხმა გადაწყვიტა დაესაჯა დამნაშავეები
და სამართალი აღესრულებინათ. თემი შეიკრიბა და გადაწყვიტა, რომ თავს დასხმოდა კვიმფხანების
გვარს მათ ეს შეტყვეს და თავიანთ კოშკში ჩაიკეტნენ.
ხალხმა ალყა შემოარტყა კოშკს,გადაუკეტეს წყალი.
ძალიან დიდი დრო გავიდა, მაგრამ ვერ ახერხებდნენ კოშკში გამაგრებული კვიმფხანების დამარცხებას,ხალხი
მიხვდა, რომ ამ კოშკში საიდუმლო გვირაბი იყო რომლითაც კოშკში გამაგრებულები წყლით მარაგდებოდნენ.ბევრი
იმსჯელეს მოალყეებმა თუ როგორ უნდა ეპოვათ ეს გვირაბი,ერთმა მხცოვანმა კაცმა ურჩია, რომ დაებათ ჯორი და რამდენიმე
დღის განმავლობაში უსმელ- უჭმელი ყოფილიყო.
ასეც მოიქცნენ დააბეს ჯორი და ერთი კვირა წყალი არ დაალევინეს, შემდეგ აუშვეს და ჯორმა
წყლის მოძებნა დაიწყო, მან ერთ ადგილას თხრა დაიწყო და იპოვა წყალი, რომელიც ჩადიოდა
გამოქვაბულში.
ხალხმა წყალი გადაკეტა, კვიმფხანები იძულებული იყვნენ
დანებებულიყვნენ ,ხალხმა ისინი არ დაინდო და ყველა წევრი ამოხოცეს,გადარჩენილა მხოლოდ
ერთი მსახური,რომელმაც დაინახა ,როგორ მიჰქონდათ ძმებ კვიმფხანებს ერთი ქვაბი ოქრო
მტერთაგან გადასამალად.
დღეის დღეობით ხალხს
სჯერა, რომ კვიმფხანების მიერ გადამალული განძი „ლამურყვამის „ მიმდებარე ტერიტორიაზე
არის დამარხული. ბევრი ადამიანი შეეცადა განძის მოპოვებას მაგრამ უშედეგოდ.
კვიმფხანების გვარის ციხესიმაგრის ნანგრევებზე დღეს
აშენებული არის ეკლესია.
ხოჩამდო ხარი მა საინტერესოდ ჯარ ლირ
ОтветитьУдалить