ლეგენდა ლამპრობის წარმოშობის შესახებ
სვანეთი ერთ-ერთი უძველესი კულტურისა და ტრადიციის მქონე კუთხეა.სვანი კაცის ცხოვრებაში დიდი ადგილი უჭირავს ლოცვას.მის მფარველად ის თვლის წმ.გიორგის ანუ „ჯგურაგს“.ამით აიხსნება ალბათ ის ფაქტი,რომ ყველა დღესასწაულისას ლოცვა მიმართულია ჯგურაგისადმი,სვანური სუფრაც სწორედ „ჯგურაგის“ საგალობელით იხსნება და მესამე ჭიქით წმ.გიორგის მფარველობასა და ქუდის დამხურავთა ანუ მამაკაცთა სიმრავლეს შესთხოვენ.
უჩვეულო და ორიგინალური დღესასწაულია ლამპრობა,რომელიც წმ.გიორგისადმია მიძღვნილი.
ზუსტად არავინ იცის,საიდან იღებს სათავეს, ეს ერთი შეხედვით წარმართული,ცეცხლთაყვანისმცემლობის დროინდელი ელემენტი-ცეცხლი,მაგრამ სვანი კაცი მას არ აიგივებს წარმართობასთან,მას ეს წმ.გიორგისადმი მიძღვნილ კელაპტრად თვლის,როგორც სანთელს უფლისადმი ანთებულს.
ლამპრობის დღესასწაულს განსაკუთრებულად აღნიშნავენ ფარის თემში.ჩვენში ამ დღეს დიდი ლოცვა და მხიარულებაა,ამ დღეს შორსმყოფი ოჯახის ყველა წევრი ერთად იკრიბება და აღნიშნავს ამ დიდ დღეს.
ლამპრობის დღესასწაული მოძრავია ,მას აღდგომის დღესასწაულიდან უკან რვა კვირას ითვლიან და ასე ადგენენ თარიღს,ის თებერვლის პირველ რიცხვებს ემთხვევა.
ოჯახში იმდენი ლამპარი მზადდება,რამდენიც მამაკაცია.დამატებით სამი წმ.გიორგის ლამპარი,რომელთაგანაც ერთს წინა საამოს დაანთებენ და უძვნიან წმ.გიორგის,მეორეს ლამპრობის დღეს გამთენიისას,ხოლო მესამე ლამპრობის საღამოს.
არსებობს ლეგენდა,რომელიც ხსნის თუ საიდან გამომდინარეობს სიტყვა „ლამპრობა“ და რას უკავშირდება იგი სინამდვილეში.
უძველეს დროს, ალექსანდრე მაკედონელის დიდი ლაშქრობის დროს,ალექსანდრეს ლაშქრის ნაწილი კოდორის ხეობის გავლით შემოვიდა სოფელ ჭუბერში,რომელიც მთლიანად ააოხრა,რის შედეგადაც „უთვირის“ უღელტეხილით გადმოვიდა სოფელ ნაკრაში,ვინაიდან მაკედონელის ლაშქარი იყო რიცხობრივად ძალიან ბევრი და საბრძოლველად საუკეთესოდ მომზადებული, სრულიად სვანეთის ლაშქრის შეკრება მოხდა სოფელ ფარში,სწორედ აქედან გამომდინარეობს სოფელი ფარის სახელწოდება -ფარი, ვინაიდან ის დამცავი ფარივით იყო სვანეთის კარიბჭეში.
მაკედონელისა და სვანეთის ხევის ლაშქრის ბოლო შეხვედრა მოხდა ფარის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილ „ფალედთან“, სადც უკვე ბრძოლოის გარეშე დაიდო ზავი,რის შედეგადაც სვანეთთს უნდა ეხადა ხარკი მაკედონელისთვის,ხარკის სრულად აკრეფის მიზნით მაკედონელმა სოფ.ნაკრაში თითოეულ ოჯახში დატოვა 8-9 მეომარი ხოლო თვითონ თავისი ლაშქრით გააგრძელა აზიის დაპყრობა.
რამდენიმე თვის შემდეგ, სვანეთს უახლოვდება მკაცრი ზამთარი,მტერმა იცოდა,რომ ზამთართან გამკლავება ძლიერ გაუჭირდებოდათ.ამას სვანეთის ლაშქარიც ხვდებოდა,ისინი არ შეშინდნენ და არსებულ მდგომარეობას ვერ ეგუებოდნენ,მათ მტერთან გამკლავების საუკეთესო გზა გამონახეს.
თავისუფლების მოყვარე სვანები ვერ შეეგუვნენ უცხო მტრის ყოფნას საკუთარ ტერიტორიაზე,რის გამოც ზამთარში მოაწყვეს საიდუმლო შეკრება სოფ.ფარში.შეთქმულების თანახმად სოფ.ნაკრაში თითოეულ ოჯახს,დათქმულ ღამეს უნდა გაენადგურებინა საკუთარ სახლში ჩასახლებული მაკედონელის მეომრები. და ნიშნად იმისა,რომ სახლში ჩასახლებული მებრძოლები განადგურებული იყო,გარეთ ეზოში ლამპარი უნდა აენთოთ ვის ეზოშიც ლამპარი არ აინთებოდა,დანარჩენები ყველა იქ უნდა მისულიყვნენ მაკედონელის მებრძლების გასანადგურებლად.
დათქმულ ღამეს სწპრედ ასე მოიქცნენ,შეთქმულების მონაწილეები და ,მიუხედავად იმისა რომ ნაწილი ლაშქრისა ადგილზევე გაანადგურეს ნაწილი ლაშქრისა გაექცათ,რომელსაც წამოეწივნენ „უთვირის“ მთაზე მაკედონელის ლაშქარი საბრძოლველად „უთვირის“ ტბის გაყინულ ზედაპირზე გამწკრივდა,ხოლო სვანეთის ლაშქარი ტბის ნაპირზე,(ხმელეთზე). ლეგენდის თანახმად „უთვირის“ ტბასთან მომხდარი ბრძოლის დროს ნაწილი მაკედონელის ლაშქრისა ჩავარდა გაყინულ ტბაში,რომლის ზედაპირიც ბრძოლიც დროს ჩატყდა.თქმულების თანახმად ერთადერთი კაცი გაუშვეს ცოცხალი, ამბის მისატანად.
მაკედონელის ლაშქობის რეალობის ამსახველია მაკედონელის ოქროს მონეტები,რომლებსაც ამჟამად პოულობენ,გათხრების დროს სოფელ ჭუბერსა და ნაკრაში.ნაწილი ნანახი მონეტებისა ინახება მესტიისს ეთნოგრაფიულ მუზეუმში.
Комментариев нет:
Отправить комментарий